ოდესმე თუ გიყურებიათ მძინარე ადამიანისათვის ? თან თუ გიყვარდათ ( გიყვართ ეხლაც ) ეს ადამიანი ? 🙂

სიჩუმე თუ არის, აკვირდებით სუნთქვას, სიხშირეს, გულისცემასაც გაიგებთ და თუ ოდნავ მაინც შეგიძლიათ შეხვიდეთ ტრანსში სისხლის მოძრაობასაც “იგრძნობთ”. იმ მძინარეს სისხლის მოძრაობას.

შემდეგ მოძრაობა სახის და სხეულის. თვალები და მკერდი. სიზმრის ფაზაზე დამოკიდებულია მოძრაობების სიხშირე, ალიაქოთი და დამშვიდება ( შემდეგ ).

იმდენად დაუცველია ადამიანი , იმდენად სათუთი რომ მე მეღიმება .ვუყურებ და მეღიმება. ვიცი რომ იქ არის, სადღაც ძალიან შორს, ძალიან პირად სივრცეში.

წარმოვიდგენ ხოლმე დიდ გამჭვირვალე ( ან სულ ოდნავ რომ ბრწყინავდეს ) მრგვალ “აკვარიუმს”, რომელსაც ვაფარებ ამ ადამიანს. და ვტოვებ ასე 🙂 .

მე ვიცი რომ კარგად იქნება და ნამდვილად გაიღვიძებს იმ თავისი მოგზაურობიდან. ჰიპნოსი ხომ ტანატოსის ძმა იყო. მუდამ ვცდილობდი ამ ჰიპნოსთან კარგი ურთიერთობა ამეწყო და მე მგონი გამომივიდა.

რომ ვუყურებ, მინდა მოვაშორო კოშმარები, სიცხეები და სიცივეები, გავუნიავო ცუდი ჰავა და მოვუტანო სინათლე იქ.

იმედია ოდესმე გამომივა სხვისი სიზმრების მართვა ან/და კორექცია.

და მე დავიცავ.

და მე დაგიცავ.

და კიდევ ერთი თბილი და კეთილი “იავნანა”.