Category: ვარჯიში


ოდესმე თუ გიყურებიათ მძინარე ადამიანისათვის ? თან თუ გიყვარდათ ( გიყვართ ეხლაც ) ეს ადამიანი ? 🙂

სიჩუმე თუ არის, აკვირდებით სუნთქვას, სიხშირეს, გულისცემასაც გაიგებთ და თუ ოდნავ მაინც შეგიძლიათ შეხვიდეთ ტრანსში სისხლის მოძრაობასაც “იგრძნობთ”. იმ მძინარეს სისხლის მოძრაობას.

შემდეგ მოძრაობა სახის და სხეულის. თვალები და მკერდი. სიზმრის ფაზაზე დამოკიდებულია მოძრაობების სიხშირე, ალიაქოთი და დამშვიდება ( შემდეგ ).

იმდენად დაუცველია ადამიანი , იმდენად სათუთი რომ მე მეღიმება .ვუყურებ და მეღიმება. ვიცი რომ იქ არის, სადღაც ძალიან შორს, ძალიან პირად სივრცეში.

წარმოვიდგენ ხოლმე დიდ გამჭვირვალე ( ან სულ ოდნავ რომ ბრწყინავდეს ) მრგვალ “აკვარიუმს”, რომელსაც ვაფარებ ამ ადამიანს. და ვტოვებ ასე 🙂 .

მე ვიცი რომ კარგად იქნება და ნამდვილად გაიღვიძებს იმ თავისი მოგზაურობიდან. ჰიპნოსი ხომ ტანატოსის ძმა იყო. მუდამ ვცდილობდი ამ ჰიპნოსთან კარგი ურთიერთობა ამეწყო და მე მგონი გამომივიდა.

რომ ვუყურებ, მინდა მოვაშორო კოშმარები, სიცხეები და სიცივეები, გავუნიავო ცუდი ჰავა და მოვუტანო სინათლე იქ.

იმედია ოდესმე გამომივა სხვისი სიზმრების მართვა ან/და კორექცია.

და მე დავიცავ.

და მე დაგიცავ.

და კიდევ ერთი თბილი და კეთილი “იავნანა”.

პროლოგად გამოვიყენებ ანეკდოტს

Сидит ёжик и медитирует:

– Я не пукну, я не пукну, я не пукну…

( ПУК!)

– Это не я, это не я, это не я…

 

 

დაავადება-შეპირება

 

1. მე არ ვიტყვი სიტყვა-პარაზიტს. და არ ვამბობ. მე მგონი ყველაზე ადვილად ეს გამომდის. არ ვიცი რატომ ( შეიძლება აუდიალი ვარ , ხმებით და მუსიკით ვცხოვრობ ) მაგრამ გამომდის.

2. მე არ დავწყევლი არავის. და ესეც გამომდის. არსებობს დაუწერელი კანონი და ეს არის ეს კანონი. დაუწერელი. ( მოგვიანებით გამოვაქვეყნებ “თანამედროვე ალქაჯის კოდექსს” )

 

 

 

 

 

 

 

3. მე არ მეწყინება სისულელეზე ( სხვის ნათქვამ ან გაკეთებულ სისულელეზე, აი ისეთზე რომ განზრახ არ ხდება ). ხო… აქ უკვე რთულდება საქმე.. გააჩნია. ჩემი ჰორმონალური ფონი, ღრმა და იკიდეგანოდ დიდი შინაგანი სამყარო ზოგჯერ ძალიან ცუდათ იქცევიან. ტანდემში იწყებენ ტირილს და წივილს პააატარა სისულელეზეც . ვცდილობ არ მეწყინოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. მე არ გამახსენდება მტკივნეული მომენტები ჩემი ცხოვრებიდან ( არ გავიხსენებ ). სპეციალურად არ ვაკეთებ ამას და ისევ წინა პუნქტს თუ დავუბრუნდებით … ზოგჯერ ასე გამოდის და მიხსენებენ.

 

 

 

 

5. თუ კი მე რამე არ მომწონს ადამიანში, მე არ შევეხები მის პიროვნებას და ვეცდები ჩავრთო სრული იგნორი. რთულია… აი მართლა რთული. მაშინ როდესაც დედის ქუთუთოები გინდა გადაუწიო და შეახსენო წინაპრების “ანდაზები” , აი მაშინ არის რთული. ( და ისევ ჩემი ჰორმონალური ფონი, ფორექსის ბირჟაზე ტენდენციები და მრავალი სხვა ფაქტორი რომელიც მოქმედებს ჩემზე… )

 

 

 

 

 

6. მე არ დავურეკავ მას, მე არ მივწერ მას. ჰმმმ censored . ჰმმმმმ… რთულიც არ არის. მტკივნეულია. ძალიან.

 

 

 

 

რეცეპტი

და გამოდის რა…

1.დავუშვათ ვამბობ მე ან სხვა ვინმე … უი 🙂 სიტყვა სენსიტიური გახდა მოდური. ხო და “სენსიტიური”ს მაგივრად ჩავინერგავ მოხარშულ კიტრს ან კიდევ ლაზღანდარა ჟირაფს. რაც უფრო აბსურდული იქნება ეს სიტყვა ან ფრადა ( რომლითაც ვანცვლებთ პარაზიტს ), მით უფრო ეფექტური იქნება განკურნება.

2. სიტყვის ძალის შესახებ წავიკითხოთ. თუ კი არ ვემხრობით წყევლის ეზოთერულ ძალას მაშინ უბრალოდ მოვიძიოთ რამოდენიმე სტატია NLPს შესახებ და დავშოშმინდეთ :). წყევლა არის უმსგავსობა და მდაბიო კულტურის, სულის და ადამიანობის მაჩვენებელი.

3. საკმაოდ სტრესში და მაღალ ტონუსში გგვტოვებს ეს სამყარო… ვიღვიძებთ და ეგრევე ვხტებით გავარვარებულ აბაზანაში , რომელიც სავსეა ნეგატივით, ცუდი ამბებით და მრავალი სხვა არასასიამოვნო სიტუაციით. მომხდარი სისულელე კი შეგვახსენებს ჩვენი სათუთი ფსიქიკის შესახებ და იმის შესახებ თუ რამდენად საჭიროა ჯანსაღი “ფეხებზე დაკიდება”. ანუ აქ უკვე წყენა ხდება ტრიგერი . განკურნების ტრიგერი :). მიგვითიტებს სუსტ წერტილებზე და გვიადვილებს განკურნებას და განთავისუფლებას.

4. რთული რამეა… რუსულად ჟღერს накручивание себя და ძალიან მომწონს ეს ფრაზა. კი, მოხდა, გავიარეთ, გადავრჩით. და რატომ ვიხსენებთ ამ ყველაფერს? ზოგს უბრალოდ არ უნდა იყოს ბედნიერი ( ცნობილია რომ მხატვრები, მუსიკოსები და ზოგადად შემოქმედი ადამიანების ნაწილი ყველაზე კარგად მუშაობენ ამ “ტკივილის” პერიოდში, დეპრესიის დროს, ნეგატიური განცდების დროს ) და არც არის. ზოგს სიცარიელის გამო და ემოციური სიჩუმის გამო სჭირდება რამე მაინც, აი რამე რომ ხდებოდეს და იწყება ქექვა კარადაში, რომელშიც აუცილებლად რამოდენიმე ჩონჩხი იმალება. ზოგი კი უბრალოდ ცდილობს გამოასწოროს და ანალიზი გაუწიოს ძველი შეცდომების, მიხვდეს თუ რა იყო რა და ვინ იყო ვინ და ზოგადად რა ხდებოდა იქ და იმ დროს ( ოღონდ ეს ყველანაირი შეფასების გარეშე უნდა ხდებოდეს ). რაც მთავარია : თუ გვინდა ბედნიერების განცდა და არა ტკივილის და უბედურების, მაშინ ვეცადოთ უბრალოდ მშვიდად რეტროსპექტივის, დიაფილმების სახით მივიღოთ ჩვენი წარსული.

5. როგორც ანეკდოტში : Не нравится ? Не ешь! 🙂 ზოგადად რამე რომ არ მოგვწონს ( ნივთს თუ ეხება ან სიტუაციას ), მანამ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა მწუხარებას, შეშფოთებას და ჩვენი სათუთი და ღრმადპატივისცემული გრძნობების დიიიდ და ფართო პალიტრას, ჯობია მოვიფიქროთ ალტერნატივა. პატარა და უზრდელი ბავშვის ფეხების ბაკუნბაკუნები გამოგვივა უბრალოდ : მე ეს არ მომწონს !  ( მე არ მინდა, ფუ , აუ რა საშინელებაა ) . ალტერნატივა : რა, როგორ, რატომ : არგუმენტაციით.   და აი ადამიანებს რომ შეეხება, გავიხსენოთ მარტივი და ლამაზი სიტყვა – თავის უფლება. მე მაქვს თავის უფლება, შენ გაქვს თავის უფლება 🙂 და სხვასაც აქვს. იყოს ისეთი როგორიც უნდა რომ იყოს ( თავიც მოიკლას, სერიალებს უყუროს, იყოს ჩემზე და შენზე წარმატებული ან დეგენერატი და გაუნათლებელი ). მართლაც მივხედოთ ჩვენს ბოზ მამიდებს ^_^ ( აქ არ ვგულისხმობ აშკარად მარგინალურ პიროვნებებს, კრიმინალს და  ასეთ ადამიანებთან გათანაბრებულ არსებებს ).

6. ხო… იქ სადაც გრძნობები სუფევენ, ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია კრუნჩხვებში კოტრიალებს. აი არ ვიცი. უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ? არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ადამიანებს გვჭირდება თავისუფლება ( მაგრამ მეორე მხარე – მარტოობის გვეშინია ). რა მინდა მე რომ ვურეკავ ან ვწერ? ის ადამიანი მინდა თუ იმ ადამიანისგან რამე მინდა ? რას ვაძლევ ჩემი ზარით ან წერილით? ( ეხლა დავდებ 17 ტომეულს ანალიზებითურთ და ჩემით დავიღლები… ამიტომაც არ დავდებ ). ინდივიდუალურია ეს გადაწყვეტილება. და ინდივიდუალურია სურვილის ძალა.

 

 

—-

ამ პოსტის საუნდი 🙂

 

გავიდე სადმე და მომიწევს ღიმილი. იმიტომ არა რომ მომთხოვს ვინმე, მე თვითონაც არ მინდა გადავდო ეს “მეცუდხასიათზევარარმომეკაროთ” ვირუსი.


ვცდილობ გავიხსენო ტიბეტური ვარჯიში “შინაგანი ღიმილი”.

1. ვსხდებით მშვიდად ( კეჰჰ, მომართვეს ეს სიმშვიდე )

2. სასურველია ხერხემალი სწორი იყოს და სხეულის კუნთები მოდუნებული ( ეს კი გამომივა )

3. და… ვიწყებთ ღიმილს. რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს 17 კუნთის შეკუმშვა დაღლაწუნებით ანუ ღიმილის მეშვეობით ჩვენ ნელ-ნელა მოვალთ კარგ განწყობაზე.

ჯერ ფიზიკურად ვიწყებთ და შემდეგ შიგნით გვახსენდება ის პოზიტიური მომენტები და სასაცილო სიტუაციები და უბრალოდ კარგი განწყობა, რომლებმაც თავის დროს გამოიწვიეს ეს ღიმილი.

 

პს. საინტერესო საკითხი ისაა რომ მინდა მე ეხლა ეს ღიმილი ? ცოდნა , ტექნიკა  არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნებრივი განწყობა და განცდა არანაკლებ მნიშვნელოვანია.