Latest Entries »

ჩემი არც თუ ისე სტაბილური მზე მესამე სახლში სულ მაგდებს ცდუნებაში მივატოვო ჩემი საქმე ნახევარ გზაზე.

როგორც გამართლება ისმის კითხვა : და ჩემია გზა ? ( ან კიდევ : და ეს გზაა? ; ან კიდევ : დროს რატომ ხარჯავ სისულელეებზე ? ; ან კიდევ: ეს თუ სისულელეა, ყველაფერი ირგვლივ აგრეთვე არ გამოირჩევა განსაკუთრებული სერიოზულობით და … ? )

ხო და ვაგრძელებ.   სიჯიუტე, როგორც დარტ მოლის “ძინგა”-ხმალი +ით და -ით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში +ს გამოვიყენებ და ჯიუტად ( მერე რა რომ რთული პერიოდია ) გავაგრძელებ წერას, კითხვას, მუშაობას, შემოქმედებას ეტც.

თაროს რაც შეეხება ^_^ მმმ … თაროზე მელოდება აი ეს წიგნი

მააშ

 

დავალიანება არისო, karmaმ :). თავის თავს უნდა ვაპატიო ყველაფერი ის, რაზეც მგონია რომ  უნდა ან არ უნდა მეპატიებოდეს და საერთოდ… neo-ზღაპრებში ამბობენ, რომ ადამიანი ზუსტად ისე იქცევა როგორც შეუძლია 😀 ( აბა მიდით, შეედავეთ 😀 ). ეხლა კი მეც უნდა დავიჯერო ეგ და auto-შოლტვინგი გავთიშო.

 

წარმატებები მე 🙂 და სიმღერაც შესაბამისია

Advertisements

წარმოდგენა არ მაქვს რატომ მარვინა… ( Marvin… who the hell is he ? I don’t know… whatever 😀 ) ხო და რა არის პლაცებო და რატომ ვფიქრობდი მასზე.

( ეს ვითომ კავშირშია… ნწ 🙂 საუნდი , უბრალოდ საუნდი )

რამოდენიმე კვირის წინ, ვყვებოდი იმის თაობაზე რომ ექსტრავერტებს უფრო ხშირად ემართებათ ჰიპერტონია და ინფარქტების ნაირი “სიამოვნებები”. ინტროვერტებს კი – კიბო ( სიმსივნეების ნაირსახეობა ). თურმე დაკავშირებულია ადამიანის ჰასიათზე და რეაქციებზე მისი პოტენციური დაავადებების ნუსხა. მაგრამ ამაზე მერე ვისაუბრებ ალბათ.

გამახსენდა ეს საუბარი და ვფიქრობდი სავარაუდო წამლებზე : ტრადიციული მედიცინა კიბოს რეგრესიამდე მიიყვანს და ჰიპერტონია/ინფარქტებსაც დაეხმარება; არატრადიციული მედიცინა იგივეს აკეთებს ზოგჯერ უკეთესად ზოგჯერ უარესად.

რაზე არის დამოკიდებული მკურნალობის ეფექტურობა ? ზოგიერთი მართლაც ლამის კუბოდან ძვრება და 4 სტადიის კიბო ჯერ “ჩერდება” შემდეგ კი განიცდის გარკვეულ რეგრესიას. ანუ უბრალოდ პრეპარატებით ამას ვერ აღწევს მედიცინა. ადამიანის ჟინი, სურვილი და რწმენა არის საჭირო. ეს ბოლო პუნქტი კი პლაცებოს ეფექტში კარგად ვლინდება.

პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ. ეს ფენომენი ცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელით.

პლაცებო ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, პლაცებოს ეფექტი კი გავრცელებული ფენომენია. პლაცებოს ეფექტი მიანიშნებს ფაქტზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის როლი ადამიანის ჯანმრთელობაში.

ჰმმმ სასიამოვნოა და კარგი მაგრამ მაინც მე პირადად ( დიადი IMHO ) მჯერა რომ ტრადიციული მედიცინა + პლაცებო ნაკლებს გააკეთებენ ვიდრე არატრადიციული მედიცინა + პლაცებო.

ანუ მარტო ამ მექანიზმით რომელიც ბუნებრივად არის ინტალირებული ტვინებში და იგივე ჰომეპათიით მეტს მიაღწებს ადამიანი თუ კი ნამდვილად მოინდომებს განკურნებას ( ძალიან ხშირად უფრო გვინდა სიკვდილი ვიდრე სიცოცხლე ).

აქვე დავტოვებ ერთ გასართობ ვიდეოს 🙂 საკმაოდ უხეში საპირისპირო აზრი , თუმცა ვეთანხმები იმაში რომ მეცნიერება და განათლება აუცილებელია ყველასათვის ( გასაგებია რომ Ph.D. ყველა ვერ იქნება მაგრამ ბაზისური ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების is a must ).

🙂 ჩემი აზრი კი ჩამოყალიბდა … ბუნებრივი სისტემების ერთიანობის და მსგავსების პრინციპზე: ადამიანს როგორც ბიოლოგიურ არსებას მჭირდო კავშირი გააჩნია ზემოთხსენებულ ბუნებასთან და თუ კი დააკავშირებს ცოდნას ( tadaaam 🙂 ) , ბუენბრივ რესურსს ( წავა მთაში, დაღეჭავს ბალახს ) და თავისი ფსიქიკის რესურსს ( ჩართავს პლაცებოს ეფექტს და კიდევ რამეს რაზეც ჯერ კიდევ არ გვაქვა მკაფიო წარმოდგება ) და , ვუალა – 100% healthy motherfckr :).

პს. ჯანმრთელობას გისურვებთ. ყველას 🙂 

პოსტი ვითომ ასტრონომიულ ( ვითომ ასტროლოგიურ ) მოვლენაზე არა და…

სულ რამოდენიმე დღის უკან დედამიწიდან ვტკბებოდით და აღფრთოვანებით ვათვალიერებდით ტელესკოპებში ( ჩემი გაფუჭდა და მხოლოდ ნეტში მოპოვებული სურათებით ვტკბებოდი 😀 ) გრანდიოზული მასშტაბის მოვლენას – მზის და ვენერის შეერთებას ( ვენერას ტრანზიტი 🙂 ). ანუ 6 ივნისს ვისაც გაუმართლა დედამიწაზე, იმათმა მზეს რომ შეხედეს ( დიახ, ასეთებიც არიან ) პატარა შავი წერტილ დაინახეს. ვითომ არაფერი არა და ნახეთ

SDO’s Ultra-high Definition View of 2012 Venus Transit – 193 Angstrom
NASA image captured June 6, 2012.

იქ მზესთან ახლოს რომ ვყოფილიყავით უფრო ჰმმ გავერთობოდით სანახაობით თუმცა… დავიბრაწებოდით, ცხადია.

ხოლო ასტროლოგიურად ვენერა …

 სიყვარულისა და ხელოვნების პლანეტად მოიაზრება. მას ასევე “მიეკუთვნება” სილამაზის აღქმა, ჰარმონიზაცია, გემოვნება, ზომიერება, კომფორტის შექმნა, მატერიალური სიმდიდრე და ფინანსების მართვა.

ჰმმმ ამჯერად მინდა შევჩერდე სილამაზეზე… კი, მე მესმის რომ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს ( მჯერა რო ? ამ სამყაროს ურო თუ გადაარჩენს, თან ბევრი თან უცებ და თან მძიიიმე ) . მე მესმის, რომ ლამაზი პარტნიორების არჩევა ინსტინქტურად ხდება  – გარეგნული სილამაზე გენეთიკური “სილამაზის მაჩვენებელია. ანუ ადამიანი ჯანმრთელია და სწორი განლაგება ამ გენების გვაძლევს კარგ და სასიამოვნო გარეგნობას. მაგრამ…  არ მესმის თუ რატომ არ ხდება “არამკაფიოდ” ლამაზი ადამიანი ფილმის ან კლიპის გმირი. მარკეტინგი და მასთან ახლოს მყოფი bullshit ების თეორიაც ვიცი და გასაგებია, უბრალოდ სუუულ თავიდან აი სულ სულ სულ თავიდან რატომ მოხდა ასეთი ცალსახა დიფერენციაცია “ლამაზი” და “არალამაზი” კანონების/ადამიანების. ბუნებით ძალიან ბევრი ადამიანი ითვლება ლამაზად , მაგრამ როგორც კი ადამიანი ერევა შეფასებაში იქ იწყება ცუდი თამაში.

მხოლოდ რამოდენიმე ტიპაჟი “გამოდის” ლამაზი და დანარჩენებმა კიდევ უმჯობესია ან დროზე ფული იშოვონ და ოპერაციები გაიკეთონ ან კიდევ თავი მოიკლან 🙂 რადგან ეს სამყარო მიიღებს მხოლოდ “სილამაზეს და ჰარმონიას” .

 

აი ვენერას სილამაზეც და ფულიც 🙂 ( ვიცი, გავაშავე ვენერა 🙂 არა და კარგი ვინმეა/რამეა 🙂 ) .

კარგი ვიდეოა 🙂 კეთილია. თუმცა აქაც მხოლოდ ლამაზ ობიექტებს “ისიზმრებენ”  🙂

ps. აქ დასმული კითხვები რიტორიკულია 🙂 . უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ყველაფერს ირგვლივ :).

ნერონი რომ წვავდა ქალაქს რას უსმენდა ? ამას მოუსმენდა ?

ან ქიროსიმას რომ ბომბავდნენ რას უსმენდნენ ? მინდა გავიგო რა ესმოდა თავში, ყურებში სულში იმ ცუდ მხარეს. ყოველთვის გმირების შეძახილები გვესმის ( ან გვაწვდიან ). არა და იმ “დამნაშავე” მხარეს ხომ ესმოდა რაღაცა, ხომ ხდებოდა შიგნით რაღაც პროცესი …

BOOMზუსტად ეს ცუდი ხდებოდა ხშირად კარგის “მშობელი” . კარგი მხარე ( პირობითად ) არ იცოდა რომ კარგია მანამ ცანამ ცუდმა არ გადაწყვიტა და არ დაიწყო მოძრაობა.

რა გამოდის მერე? სტანგაციაში ყოფნა ნიშნავს ჰარმონიას და პირიქით დისჰარმონია არის ახალი ციკლის საწყისის პირველი ეტაპი . რყევა, ნგრევა – დედაა ? 🙂

ასეთი სილოგიზმებით მივალ მერე იქამდე რომ თეთრი არის შავი და შავი არის თეთრი და მე როგორც დამსახურებულ ბლონდს ტვინი საერთოდ არა მაქვს და ჯობია ბორშის, ხაჭაპურის და მინეტის გაკეთება ვისწავლო… მაგრამ… მაინც.

 

ერთ მხარე/გვარი/ფერი შეფასებები მუდამ მაღიზიანებდნენ და ალბათ მომავალშიც ასე იქნება. არ შეიძლება და არ გამოვა მასშტაბური ნეგატივი იყოს წმინდა ბოროტების აგრეთვე წმინდა შვილი. და მხოლოდ ბოროტება მოსდევდეს ამას. ნერონის მაგალითზე ლიდერები ასე არ მოიქცეოდნენ, ქიროსიმას შემდეგ იარაღს უფრო ფრთხილად გამოიყენებდნენ. იმას არ ვამბობ რომ ყველა გახდებოდა ან გახდება ან გახდა თეთრი და ფაფუკი, მაგრამ გათვითცნობიერება და დახვეწა ქმედების ხდებოდა მუდამ. დიახ, ბოროტების დახვეწა. დაცემა უფრო ღრმა, უფრო მკაფიო , უფრო შედეგიანი, უთუო სიკვდილის მომტანი. ისეთი დაცემა რომლის შემდეგ აღმასვლა უფრო ბრწყინვალე იქნებოდა.

 

სექსის მუსიკაა ეგ… ( პინკ ფლოიდის რამე რაც არ არის სექსის ის უკვე პინკ ფლოიდის არაა ? :))) ისევ მარაზმი 😀 თუმცა.. . ) და სიკვდილის 🙂 უსმინეთ და memento mori.

როგორ ფიქრობთ რა აერთიანებს კასანდრას, ჰიპატიას, ჟანა დ არკს და კიდევ ერთ თანამედროვე ჯერ არა ცნობილს ქალბატონს ( ცხადია ჩემს თავს ვგულისხმობ ) ?

პასუხი ალბათ გაირკვევა ( ან არ გაირკვევა, მაგრამ მე ვეცდები დავწერო რამე… რამე ? აჰა, რამე, რამე(ც) რომელიღაცა კრედიტი ).

კასანდრა – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის მეფის პრიამეს ასული. დანაშაული : მოეწონა “ნათელ აპოლოშას” , არ ეთაყვანა სათანადოდ აი როგორც იმდროინდელ ქალებს შეეფერებოდა, და… ვუალა, წყევლა ღმერთისა. მისი ფანტასტიური ინტუიცია რომ გამოიტანდა მომავლის სურათს, არავის სჯეროდა კასანდრასი. ტროას “გამარჯვებაზე” უკვე არ დავწერ. ყველამ ვიცით როგორ ცუდათ დამთავრდა საქმე.  ანუ საუბრობდა იმის შესახებ, რისი მოსმენაც არ უნდოდათ, არ სჯეროდათ, ინტუიციის ნათქვამი აუტანელია სულიერად მუნჯებისათვის.

ჰიპატია ალექსანდრიელი – რომელიც იყო ფილოსოფოსი, მათემათიკოსი და ასტრონომი . ძალზე ჭკვიანი და ლამაზი და , ო, საოცრებავ, სრულიად შემთხვევით დაუპირისპირდა მაშინდელ აგრესიულ ქრისტიანებს ( რომელიღაც ეფისკოპოსის მიმდევრებს ) და მოკლეს საწყალი. შური, ისტერია. ის საუბრობდა იმდენად კარგად, მაგრამ იმ დროისათვის იმდენად აუტანლად რომ… შედეგი სახეზეა.

ჟანა დ არკი –  სახალხო გმირი იყო. იბრძოდა საფრანგეთისათვის, გაანთავისუფლა ქალაქები, ჩაატარებინა ინაუგურაცია და შედეგი ? 🙂 „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და ქ. რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. სიმართლე, არამატერიალისტური მიზნები და ნამდვილი პატრიოტიზმით სავსე სიტყვები. მოეწონება რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტს? არრა 🙂

ამ ბლოგის ავტორი – ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯერ კიდევ არაფრით გამორჩეული თუმცა რაღაცაზე რომ საუბრობს ძალიან ხშირად არ/ვერ ესმით უამრავი მიზეზების გამო.

 

და ვიფიქრე მე… ეს რეტროგრადული ენა, დაუხედავი თავდაცვა რა საჭიროა? რამდენადაც რთულია საუბრობდე იმაზე რისი მოსმენა არ სურთ, იმენად საჭიროა ზოგადად რომ ვინმემ მაინც თქვას ეს “სიმართლე”. არა მარტო ობიექტურ ცნებებზეა საუბარი არამეტ სუბიექტურებზეც ( და პრინციპში ყველაფერი ჩვენს ირგვლივ სუბიექტურია მანამ სანამ ჩვენ გრძნობები და ემოციები გაგვაჩნია ).  სულსწრაფი ან სულელი ? რომელი უფრო ?

:/ერთის მხრივ ეს დისკომფორტულია არა მარტო ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის ( აბა ვის მოეწონება იმის გაგება რომ მანამდე დადიოდა, ეგონა ადამიანი იყო და, უი დღეიდან წიყვია ან აქლემი ) არამეტ თვითონ ამ ჰიპერენის მატარებელი ადამიანისათვის ( მარტო რომ შენ ბედავ რაღაცას ფრიად საშიშია, მტკივნეული რადგან როგორც წესი რეაქცია მოდის ნეგატიური და 24/7 თავდაცვის რეჟიმში ვერ იქნები რომ არ აღიქვა და ჯანსაღად დაიკიდო ნეგატიური ან/და აგრესიული ფიდბექი ).

მაგრამ მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს. პოზიტიური. ტკივილია ყოველივე ასეთი სიმართლე და როგორც წესი ტკივილის შემდეგ მოდის პროგრესი. გავდებე , ვთქვი და შედეგიც მოვიდა. იშვიათად ხდება ასე მაგრამ ხომ ხდება !

და რა?

კიდევ ერთი ნიუანსი : ნათქვამის ფორმა როგორც წესი უცნაურია. ანუ არა მარტო შინაარსი არამეტ მოწოდების ფორმა არის უცხო. დავუშვათ გეუბნებიან : მითხარი ციფრი 1 დან 9 მდე. და შენ პასუხობ : 3,14 . როგორც წესი არ იჯერებენ რომ მართლა ეს იყო პირველი რაც გაგახსენდა  . და ისიც გაგახსენდა რომ ანდრე მორუა ძალიან კარგი მწერალია, და კივდე ისიც გაგახსენდა რომ ქათამი დადნა და უნდა შეწვა და კიდევ… დამაჯერეელია ? არა. ასეთი უნდა იყო რომ დაიჯერო. არავის სჯერა რომ არ იგონებ ასეთ რეაქციას, არავის სჯერა რომ აი ეხლა ამ წამს მოგივიდა ის იდეა რომელიც მიაწოდე, ელოდებიან დაძაბულობას და შეთქმულებას ( შენ და შენ და კიდევ ერთი შენ მონაწილეობთ 🙂 ). არა და… ყველაფერი ხომ ისეთი მარტივია.

აი კასანდრაც, ჰიპატიაც, ჟანაც და … და გასაგებია ვინც ვართ ვიყავით და ვიქნებით ( ალბათ რაღაც დრომდე ) გასაჭირში 🙂

 

 

 

 

 

საუნდი ისე… განწყობისამებრ. ჩაიკოვსკიდან დაბსტეპამდე… ვერა ვარ მე მთლად გონებაზე…

წინასიტყვაობა : 

1. 16+ პოსტი. 

2. ძლიერი IMHO იერით და აურით 😀 

— — —

და ეს შესანიშნავი სიტყვა უნდა განვიხილო მანამ სანამ დავიწყებ “დაგემოვნებას”

ფეტიში ( ფრ. fetiche, პორტ. feitico ჯადოქრობა, ამულეტი) – უსულო საგანია, დატვირთული ( “აღჭურვილი” ) ზებუნებრივი თვისებებით. გადანანითი მნიშვნელობით – ის რაც არის უთუო თაყვანის და ტრფობის ობიექტი.

ფეტიში – სექსუალური ფიქსაციის ობიექტი სექსუალური ფეტიშიზმის შემთხვევაში.

სპეციალისტები ვარაუდობენ რომ ზოგადი ფიზიკური და ფსიქოლოგიური იმპოტენციის ფონზე იმრავლა ფეტიშიზმის სიხშირემ ( შემთხვევების პროცენტმა, ფეტიშისტების ანუ 🙂 ). ზოგადად ჯანმრთელ ადამიანს, ჯანსაღი ფსიქიკით გარდა სასურველი ადამიანისა (იდეაში) არაფერი უნდა სჭირდებოდეს ( კერძოდ კი ის ვინმე კარგი სურნელით, სასიამოვნო და მისაღები გარეგნობით და სასურველია ჯანმრთელი , ცხადია სუბიექტურია ყოველივე ეს ფაქტორი ). მაგრამ … აი გვიჭირს 🙂 და გამოდის რომ  ცხვირის მარჯვენა ნესტო, ზამთრის თბილი პიჟამო და ახალი შემწვარი ხორცის სუნი ( ისე ეს მე მგონი ყველაზე ჯანმრთელი ფეტიშია 😀 ) ერექციის, აღგზნების უმნიშვნელოვანესი ტრიგერი ხდება.

well… წუწუნს არ ვაპირებ, არც ქადაგებას და არც სიცილს. უბალოდ ჩამოვთვლი რამოდენიმე სექსუალურ ფეტიშს. ( ცხადია ჩემს სრულიად უნამუსო და არა მოკრძალებულ აზრსაც მივაბავ 🙂 ).

1. ფეხსაცმელი და ეს ფეხსაცმელი არის ეწ “შპილკა” ( არ ვფიქრობ რომ ეწ ” კალოში” მოიაზრება სადმე , ვინმესთან სექსუალურ ფეტიშად ).

ფეხი დამადგი, ქალო ! გულზე არა, გულზე არა მეთქი ! 😀

ესთეტი ვარ he said, სილამაზე მიყვარს he said. რატომ ? 🙂 მართლაც მიმზიდველი ფორმა + საფრთხე = ყურადღების მიქცევას. ქალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელში დადის სხვანაირად, თეძოები, ბარძაყები და მთლიანად ის ან თუ ვერ დადის რომ არ მოძრაობს მაინც ლამაზად გამოიყურება ასეთ ფეხსაცმელში ( აი მე კკი დავდივარ მაგრამ სიმაღლესაც გააჩნია :/ ) , ან თუ მოძრაობს ასეთ ფეხსაცმელში ( ბრავო ! ) მაშინ მოძრაობაც კი ხდება ცალკე ფეტიშის საგანი. დავუბრუნდები ფეხსაცმელს და სიმბოლოებს თუ როგორ ვხედავ მე მათ. ფეხი – ფალოსი, ფეხსაცმელი – საშო. ქალი ვითომ აქტიური, ვითომ აგრესიული, ვითომ საშიში – მას ხომ შეუძლია ამ ქუსლით ატკინოს, გადაუაროს და დაუვიწყარი კვალი დატოვოს სხეულზე და სულზე.

მეორე მხარე ამ სილამაზეების არის ის რომ ქალს ართმევს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას ასეთი ფეხსაცმელი. თან ჯანმრთელობას უზიანებს თან თავისუფლებას ართმევს. თან ფეხი უფრო პატარა ჩანს, ინფანტილური. რას გვაძლევს ეს ? ამას რომ ვნახავ ხოლმე,,, სული მტკივა :/

ქალი როგორც ლამაზი და ძვირფასი… ნივთი. ჩინელებმა პირდაპირ მაინც მიუთითეს ქალის ფეხებს როლი – ლამაზი მისაბმელები ( მაგრამ იქ ქუსლების გარეშე აპატარავებდნენ ფეხს, წამებით და წვალებით). ჩვენ კიდევ ეწ ევროპელებს შენიღბვა დაგვჭირდა :).

თუმცა კი ვაღიარებ მეც – ლამაზია ეს ოხერი ფეხსაცმელი. და ვამბობ რომ ფსიქოლოგიზმი ამაში ნამდვილად არის.

( ქალი ? აბა ბიჭების გუნდი რომ არის უკრაინიდან ? ვაიი ❤ ცეკვავენ თან როგორ. მე ქუსლებზე რომ დავდიოდე ასეთებზე ეჰჰ ან არ გავივლიდი ან თუ გავივლიდი ისე გავივლიდი თითქოს TNT მომქონდეს ჯიბეში აი ფფფფრრრთთთთხხხიიილლლად 😀 ).

2. ტყავი, ლატექსი და BDSM ატრიბუტიკა როგორც წესი შავი ან წითელი ფერის და როგორც წესი… წესი ? იცავ წესებს ? არა ?! მოდი აქქქქ 😀 .

უი, რა მინდოდა რომ მეთქვა ? აჰჰ, არ მახსოვს უკვე 😀

ტყავი ასოცირდება ძალასთან, ბუნებასთან ( აბა რრა, წავიდა, მოინადირა რამე ვინმე, კანი “გახადა” , შეიკერა და დადის ამაყად 😀 ). აქვს თავისებური სუნი და ზედაპირი. და … მომწონს მეც :). არა ფეტიშის დონეზე არამეტ მომწონს უბრალოდ ჩემზე და სხვაზე. შავი ფერის ტყავი. დიახ. ლამაზი ტანსაცმელი, ცვეთა იშვიათი ან რთული ან უბრალოდ მომბეზრდება უფრო ადრე ვიდრე გაიცვითება.

ტყავი რომელიც ასოცირდება ძალადობასთან, ძალაუფლებასთან უკვე სხვა “ტყავია”. ის ხდება იერის აქსესუარი და არა მთავარი გმირი.

ძლიერი თუ სუსტი ?

აქ უკვე ლატექსიც უერთდება “გუნდს” და მოდის BDSM თან მისადაგებული ნივთების ნუსხა ( მათრახები, ბორკილები, ნიღბები და მრავალი სხვა). ეს ტყავი (და ამ ტყავში ჩაცმული ადამიანები) იღებს გადაწყვეტილებებს რა, როდის და როგორ გააკეთოს და გაუკეთოს სხვას. შესაბამისად ადამიანები ქალები და კაცებიც ასოცირდებიან ( ძირითადად ) დომინანტებად, აქტიური როლის შემსრულებლებად, ბატონებად და საერთოდ პასუხისმგებლობის მატარებლებად. მთელი ფსიქოლოგიზმიც ზუსტად ამაშია: ტყავი მტაცებლის პრიზია.

მეორეს მხრის ტყავი ხომ კანიც არის, იცავს . და იგივე აქტიური როლის შემსრულებელი , ტყავში გამოწყობილი, ქვეცნობიერულად შეიძლება იყოს ძალიან სენსიტიური, ძალიან სათუთი. იცმევს ამ სექსუალურ აბჯარს ადამიანი და … გრძნობს თავს დაცულად და არის მზად “დაიპყროს” და გაუმკვლავდეს სხვა ადამიანს.

ლატექსი ფუტურისტული გამოგონებაა, ფაქტიურად. ლამაზი ფორმები, კანთან სიახლოვე, უცხო ტაქტილური შეგრძნებები და, ვუალა, ახალი და ფრიად სლიპინა ქალები და კაცები ბინადრობენ ჩვენს ტვინებში ( მმე არა მე პას 🙂 ).

ბორკილებზე მინდა ვთქვა მხოლოდ ის რომ… აძლევენ ადამიანებს თავისუფლებას . როგორ ? მარტივად. “უი, ეს ხომ ჩემი ბრალი არაა, მე ხომ დამაბეს” ამბობს ვინმე და თავის თავთან მართალი რჩება. ინტერაქციის დროს ადამიანი გრძნობს თავისუფლებას მხოლოდ იმიტომ რომ სხვა მიიღო მის მაგივრად გადაწყვეტილება. კარგია რომ საერთოდ ხდება რამე ( ამ შემთხვევაში კოიტუსს ვგულისხმობ, სექსს ანუ 😀 ), მაგრამ ცუდია ის რომ შინაგანად ბევრი ადამიანი სუსტია და თავიანთ სექსუალურობას არ ანთავისუფლებენ ( ვერ ) დამოუკიდებლად.

3. foot fetish ფუტ ფეტიში – უშუალოთ შიშველი ფეხების, ტერფების, თითების ფეტიში. ლამაზი ? უი ეს სურათი რომ ვიპოვე აი ეს ვუყურე რამოდენიმე წუთი :).

^_^თავიდან ვერ ვხვდებოდი თუ რატომ შეიძლებოდა ფეხის ასეთი “სიყვარული” და მერე… ჩვენ დავდივართ, მიწა, შიშველი ფეხები ეხებიან ზედაპირებს, ვიღლებით, ფეხის გული ძალიან მგრძნობიარეა. პატივისცემის ერთ-ერთი გამომხატველი ჟესტი არის ფეხების დაბანვა ( მითები, ბიბლიური ისტორიები, ზღაპრები და მრავალი სხვა მოგვიტანს ამის მაგალითებს). აგრეთვე მოვლა და ზრუნვა და მოფერება…  საყრდენი წერტილი, ის რაც გვაძლევს საშუალებას გავიქცეთ, ტკივილი მივაყენოთ. გამოდის რომ ფეხების ტრფობაში ბევრი რამ დევს… არა მარტო ზედაპირული ესთეტური ლტოლვა. დაფასება რომ ის ობიექტი მოქმედია, დაფასება და აღიარება ამის.

 

 

 

to be continued…

თუ “ფაუსტი” და მე ? ავტორიტეტი, ცხადია, გოეთეს “ფაუსტს” უფრო ექნება მაგრამ პოსტი ჩემია ( როიალიც და კაბაც და ჟირაფიც ზედ ) და სადაც მინდა იქ ვაყენებ.

შესანიშნავი ფილმი გამოვიდა. ჯერ ვერ ვიჯერებდი რომ ასე მომწონს ( ბოლო დროს იმედგაცრუების შეგრძნება უფრო მეუფლება ვიდრე აღფრთოვანება ). ეს სეპია სურათები, ჟღალი სექტემბრის დინჯი ფერები, სახეები, ნივთები (!), ფორმები და შეხამებები. აღმაფრთოვანებელი “სინამდვილეები”. ის რაც გვგონია უშნო და ცუდი – გვამი, სისხლი, ჭუჭყი – ის არის ჩვეულებრივი და რეჟისორმა მოახდინა ამ “უშნო” მოვლენებიც მშვენიერი და ბუნებრივი ინტეგრაცია საერთო სურათში.

შინაარსი ? 🙂 “ფაუსტი” უნდა გადავიკითხო. მივხვდი ამას. თინეიჯერს არ შეუძლია ( ჩემი აზრით ) გაიგოს ის რაც დევს “ფაუსტში. არა და ბევრი რამ დევს იქ 😉 .

ახლიდან ვათვითცნობიერებდი რომ მაშინ როდესაც მტრედი მშიერია ის არ დაფრინავს ცაში არამეტ კრუხებთან ერთად ცდილობს თავი მოაწონოს ვინმე გლეხს რათა იმ პურის ნამცეცები მაინც მიიღოს რომ არ მოკვდეს.

ადრე მთავარი გმირი ძალიან საინტერესო ადამიანად მომეჩვენა, ეხლა კი… საცოდავი მარტოხელა მამაკაცი. იმედგაცრუება ცხოვრებისეული ( ფულზე ვართ გადამკვდარები თითქმის ყველანი და ესაა ჩემი იმედგაცრუება ) გადავიტანე ფილმზე და პირღია ვუყურებდი სახეს თუ როგორი ჟინით ეძებდა საკვებს, შემოსავალს…

ადრე და ეხლაც მუდამ ვაფასებდი იმ  ენთუზიასტებს ვინც მეცნიერებაში მიდიოდა მაშინაც კი როდესაც იცოდნენ : ოლიგარქი აქ არ გავხდები. ვიცი რომ არსებობენ მაგრამ რარიტეტებად იქცნენ. ფილმმა კი შემახსენა რომ … სულ ასე იყო 🙂 .

ეზოთერიკის ცოდნამაც კი არ/ვერ აამაღლა სულიერი და არა მარტო მოთხოვნილებები. გმირს უნდოდა იგივე რაც უნდოდა ჩვეულებრივ ადამიანს. პროფესორი, ჭკვიანი, ფილოსოფოსი, განათლებული, პრაქტიკოსი ექიმი და… და არაფერი. ის სულისკვეთება, ენერგეთიკული დანახარჯები ისევ და ისევ მარტივ მიზნამდე დაიყვანა – ქალი :).

(  პოსტერიც კი 😀 ვაგინა = ეშმაკი 🙂 . არც სასაცილო, არც სატირალი 🙂 თუ შეამჩნიეთ ცნობილი და საინტერესო რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები უკვე მერამდენედ განასახიერებენ ქალებს ავბოროტების ბაზისად . პირველი ხედვა , პირველი რეაქცია ასეთია. )

ცდუნება , ეს ლამაზი ცდუნება ( ხო ნუ უშნო ცდუნება იმდენად უცნაური რამ იქნებოდა 😀 ). სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე ფილმი იქამდე ვერ ამოვისუნთქე. ამბივალენტური გრძნობები მეუფლებოდა სულ. ბრაზი, სიცილი, ისევ ბრაზი, ჩაფიქრება იმაზე თუ რამდენად შეიძება ჩვენ ყველას სხვა და სხვა წარმოდგენა გვქონდეს ავტორის სიტყვებზე, და რამდენად განსხვავდება ჩვენი შექმნილი ( ნუ სოკუროვის ნამდვილი და ჩემი წარმოსახვითი ) სურათები ერთმანეთისგან. მეფისტოფელთან რომ საუბრობდა სულ მეგონა თავის თავს ესაუბრებოდა ფაუსტი. ასეთი ტიპის შინაგანი დიალოგები ყველაზე ხშირია. და რამდენადაც არჩევანი მოვკლა არ მოვკლა, თაღლითი ვიყო თუ არა ( ის ღვინო , ის კედელი და ის ქრისტესთან გაიგივება ), კარგად მოვიქცე თუ ცუდათ მოვიქცე… მე ვარჩევ ამას. ფაუსტი ირჩევდა და მიდიოდა.  ძალიან მესიამოვნა ბოლო გზა. კარგი იყო ნამდვილად. თავისუფლების შეგრძნება , სიკვდილის აღიარება და შიშის გადაგდება სამუდამოდ. ფილმი იმდენად ჩემი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში რომ ვიხსენებ დრო და დრო სურათებს, ვერ ველევი უბრალოდ :).

გირჩევთ ( ვინც ამას წაიკითხავთ ) ნახოთ ეს ფილმი.

პს. ვენეციის კინოფესტივალზე ჯილდო – ოქროს ლომი. კიდევ ათასი რამ მიიღო ამ ფილმმა მაგრამ რომც არ ყოფილიყო ნომინირებულიც კი მაინც შემიყვარდებოდა :).

ისევ ეგოიზმის ზეიმი. ისევ ჩემზე ვწერ. და ჩემნაირ ადამიანებზე. ( мы с тобой одной крови ! только где ты, эгоистичный, импульсивный интроверт , с экзальтированным вкусом и призрачными мозгами ? 🙂 )

ჩვეულებრივი ჩატი აწ უკვე ჩვეულებრივ FB-ში : აუ ეს არ იცი ტვ ( და შემდეგ ტექსტი გვარის ხსენებით ). მე ვცდილობ გავიხსენო ჯერ როდის ვუყურე ტელევიზორს ბოლო ჯერ და შემდეგ კი იმ ადამიანის გვარს ვიხსენებ და ვუსადაგებ სახეებს ჩემი მეხსიერების კოლექციიდან. არა, არ უხდება, არ ვიცი ვინაა. საბოლოო ჯამში აღმოვაჩენ ხოლმე რომ საკმაოდ ცნობილი ვინმეა და მე წარმოდგენაც კი არ მაქვს რაზეა საუბარი, ვინ არის ის და ასე შემდეგ. არ ვიტყოდი რომ ბევრს ვკარგავ. ნუ ერთი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი. გამოსაჩენ და დასამახსოვრებელ ადამიანებს მე შევინახავ აუცილებლად. ჯერ ვიპოვი და მერე შევინახავ. არაცდროს ვივიწყებ მნიშვნელოვანს.

მიჩნდება კითხვა : ნუთუ ამდენი მასალა, ამდენი ხალხი უმნიშვნელოა ? ტყუილი იქნებოდა იმის თქმა რომ მე შევწუხდი, სირცხვილის ზღვა გადავცურე და ვიფიქრე რომ პრობლემა ჩემშია. არა, ნუ არა. არ მინდა , არ მაინტერესებს. სამაგიეროდ WoW ს რომ ვთამაშობდი და აღმოვაჩინე რომ გრაფი მონტეკრისტო ვინ იყო არ იცოდნენ გაოცებული დავრჩი.

სხვა და სხვა მდინარეეებთან დავდივართ მე და ირგვლივ მყოფი ადამიანები. ჩემს მდინარესთან ჩემი მეგობრები მოდიან ხოლმე და სიამოვნებთ. ჩემნაირი მდინარეებიც გააჩნიათ ზოგიერთებს, აი მეც რომ მსიამოვნებს მისვლა. მაგრამ ძირიტადად 🙂 ჩემი წყალი სუფთაა. მინუსი ის რომ ზოგჯერ ეს წყალი ქრება 🙂

( ისევ ჩემი მეტაფორები და გაფრენები. მომიტევეთ რეტროგრადული მერკურიზა 😀 )

ანტისოციალური ქმედებაა ეს რომ არ გაინტერესებს კონცერტი ცნობილი მომღერლის, რომ არ გინდა უყურო TVს , რომ არ იცნობ თანამედროვე მუსიკოსებს ( არა ეწ მუსიკოსებს ), რომ ეწ ბოჰემა და სვეცკი ვინმეები კი არ მიგაჩნია რაღაც ცუდ არსებებად არამეტ უბრალოდ როგორც მოვლენა არ აღინიშნებიან ტვინის კლასტერებში.

Мне и так хорошо. Но хорошо ли то, что мне и так хорошо ?

მუსიკასაც დავტოვებ ისეთს 🙂 მე რომ მომწონს 🙂

სხვა… არაფერი 🙂 ჩემი მდინარე ჯერ დუმილის სტადიაშია 🙂

Overthinking . რა კარგია უცხო ენის ცოდნა. ქართულად: ზედმეტი, გადამეტებული, ჭარბი… მაინც 2 სიტყვა გამოვა აქ კიდევ ძალიან მკაფიო ზმნა გამოდის. 

აა ხო 🙂 პოსტი ეძღვნება ჩემს ერთ-ერთ მეგობარს 🙂 

სად წავიდე? რა ვქნა? ვინ ვარ? რატომ მომწონს?ხო და რას ვამბობდი… ჭკვიანი ადამიანის ( მე ვარ ჭკვიანი ?? :))) не смешите меня :)) ) ან ნებისმიერი ისეთი ადამიანის სენია ეს ზედმეტი ფიქრი , რომელსაც უფრო ეხერხება სიტყვა ვიდრე საქმე, ფიქრი ვიდრე ქმედება, ანალიზი ვიდრე აფეთქება, ინტროვერტი უფრო ვიდრე ექსტრავერტი ( სად შეუძლია ექსტრავერტს იმდენი ფიქრი 😀 : დგება და უწელავს კარგებს და კეთილებს სიტუაციას 🙂 ). გარკვეულწილად ეს პლიუსია : ნაკლებ შეცდომებს უშვებს ასეთი ადამიანი, უფრო დიპლომატია ვიდრე უხეში, უფრო ადვილად გამოსდის საქმე სადაც ზუსტად ფიქრია საჭირო, ანალიზი და მოდუნება ( ასეთი საქმეც არსებობს , დიახ ) .  მაგრამ… როგორც კი გზა მიდის ურთიერთობისკენ იწყება სპექტაკლი სადაც სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი , გრიმიორი და ის ბიჭი, რომელსაც ბლითები მოაქვს ხოლმე ჩვენი overthinker ია. ( ანუ მეც ).

როგორ იქნება ეს? რას იფიქრებს ის? დღეს ხომ ხუთშაბათია და მე ვიცი რომ ხუთშაბათობის ტენდენციაგანსაკუთრებით გააფხულზე და განსაკუთრებით ჩემს ამჟამინდელ მეტაბოლიზმის ფონზე ცუდათ იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე და მე კვლავ რამეს გავაფუჭებ. ( ან ის გააფუჭებს მაგრამ მე ხომ კეთილი და მაზოქისტი გოგო ვარ 🙂 სხვას როგორ უნდა ვაკადრო და ვუთხრა : უი ეს შენ ხარ ის asshole ? აჰა, სასიამოვნოა, მე თქვენი ამტანი დებილი ვარ 🙂 ).

ხვალ რა ჩავიცვა, უი რატომ არ მითხრა კლუბში რომ იყო გუშინ… არა, ეს ჩვენი დონე არაა. ჩვენ, ანუ overthinkerებს დაგვაინტერესებს და დაგვაფიქრებს მისი რეზუს ფაქტორი, ( მისი ანუ მეორე ადამიანის რომელთანაც სავარაუდოდ გვაქვს ან/და უნდა გვქონდეს ურთიერთობა ) ისიც

საჭიროა

დაგვაინტერესებს თუ რატომ აცვია ამ სურათში ნარინჯისფერი პიჟამო ( მე ხომ მითხრა რომ ვერ იტანს ამ ფერს ანუ მომატყუა ??? ), თვალების მოძრაობის სიჩქარე და ფლეილისტში ჩაგდებული სიმღერების თანმიმდევრობა ( ნეტა რაზე ფიქრობს ეხლა აი ასე რომ იხედება ? უი რა კარგია ^_^ მეც მიყავრს ეს სიმღერა მაგრამ არ ვეტყვი… თუ ვუთხრა ? აუუ რომ ვუთხრა არ დამიჯერებს და იფიქრებს რომ ზედმეტად ვაწონებ თავს… უიიიი :/ ) …

და ასე შემდეგ 🙂

და რა ? და არაფერიც. ჭაობიდან თმებით ამოვათრიოთ ჩვენი თავები და გავხდეთ უფრო მარტივები.

( მანამ სხვა ადამიანში არ დავინახე ზუსტად ჩემი თავი, იქამდე ვერ ვხვდებოდი თუ რამდენ დროს ვხარჯავდი მშრალ აზრებზე. წყალში უნდა ჩახტე. უბრალოდ ჩახტე რომ ისუნთქო . )

:)

 

ეს არის ღია წერილი. 

—————————

პროლოგი vol. 1

კარგი ფილმები ბავშვობიდან მიყვარდა. ილუზიონს ველოდებოდი, მერე ვითომ ვიძინებდი და ( საბედნიეროდ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი ) ჩუმად ვუყურებდი საოცარ ფილმებს. 

პროლოგი vol. 2

რადიკალური ცვლილებები გარეგნობაში , როგორც წესი მიგვითითებენ სტრესზე. 

ისტორია იმაზე თუ როგორ განიცდიან ქალები სტრესს

(ნაწილი პირველი დაიწყო)

ტვინის დეფლორაცია ! სწრადი და მტკივნეული :ბუეჰეჰე:

მართლაც რამდენი სტრესია შენს ირგვლივ. მიდიხარ სამსახურში. პირადი ავტო თუ ავტობუსი/მარშრუტკა , გზა ისე არ ჩაივლის რომ რამე არ ჩაშხამდეს.

მართავ ? დიახ , ზუსტად შენ გამოგიხტება ტუტუცი და სულელი ნაირა დეიდა, და რაოდენ თვალსაჩინო არ იქნება მისი ბრალი, მაინც შენ იქნები კახპა, უნამუსო და უზრდელი და სხვისი ფულის მწოველი ( ფულის ხსენებით თუ შემოიფარგლება, კიდევ გაგიმართლებს ). შეგაშინებს პოლიციის გამოძახებით და როდესაც დათანხმდები თვითონ გაიქცევა.

ავტობუსი ? 🙂 კლასიკური მიაზმებით დაწყებული, იაპონური გაშანშალებული ფროტერიზმით დამთავრებული . და დიახ ეს ყველაფერი ჩვენს ტრანსპორტში სულ რაღაც 50 თეთრად.

( მეტრო ? მეშინია მე მეტროში ჩასვლის. ასე მგონია რომ ჰადესში მოვხვდები ეგრევე… სხვა მიზეზი  მაქვს არ ჩასვლის, მაგრამ შენ ალბათ ჩადიხარ და მე გითანაგრძნობ ).

სასწავლებელი ან სამსახური. გააჩნია სად სწავლობ ან მუშაობ, გააჩნია რამდენს იხდი თუ კი სწავლობ, გააჩნია ვისთან მუშაობ და აგრეთვე დამოკიდებულია ბევრი რამ მხოლოდ შენზე. თუმცა ხშირად ზუსტად კლიმაქსიანი ან პირიქით სპერმატოქსიკოზიანი ლექტორები არ გიწერენ ნიშნებს ( კუთვნილ ) , ხშირად ზუსტად ის ვითომ მაგარი უფროსი ყურადღებას არ აქცევს შენს ახალ პროექტს, და აგრეთვე ხშირად შენ გხვდება კლასიკური ქარიზმით სავსე ინტრიგა. აი ლათამერიკულ სერიალებში რომ არის, დედა რომ უყურებს, აი ასეთი.

სახლი. 🙂 პოლიგონია ეს უფრო ვიდრე სახლი. თან მამა ან ძირითადად ოჯახის მამაკაცი არის დისლოცირებული საცხოვრებელი ოთახის ყველაზე კომფორტულ ადგილას, დედა( ბებია , დეიდა და აშ ) ყველგან სადაც კი შეიძლება მაგრამ ძირითადად სამზარეულოში ( თუმცა შენ საძინებელში ან შენს ოტახში რომ ჩაიკეტო მაინც მოგაკითხავს ყოველ 7 წუთში წამზომივით შეგახსენებს რომ ამაოა ეს ყოველივე და წადი ჭამე რამე ).

to use or not to use ? ( you )

დიდი თუ პატარა ხარ  ( ჯერ კიდევ შვილი ხარ მხოლოდ, თუ უკვე დედაც ან პარტნიორი ან ცოლი ) სულ ერთია. ივსები ამ გარემოს ნაგვით ( და ხშირად არა მარტო გარემო გაწვდის ამას, შენც ხომ ხარ მწარმოებელი 🙂 ) და ერთ მშვენიერ დღეს ხდება აფეთქება, წყალდიდობა, სევდის ისტერიკა და ნაღვლის ბუშტის კათარზისი. და განიცდი . ძალიან ძლიერ. შეიძლება მანამდე იყო ძალიან ძლიერი მაგრამ მერე უცებ მთავრდები და ან იშლები ან ხდები უსუსური, პატარა, უაზრო.

( ნაწილი პირველი დამთავრდა )

—-

თმა

(ნაწილი მეორე დაიწყო)

და შენ იჭრი თმას. იჭრი, იპარსავ, იღებავ ( ეს უფრო ხშირად ). მაგრამ შენ იპარსავ ან იჭრი და რატომ?

ეზოთერიკოსები ამბობენ რომ თმა კოსმოსთან კავშირს ნიშნავს, რომ თმები ანტენებივით მუშაობენ. თმა არის მთვარე და მთვარესთან კავშირია. ქალისათვის თმა მნიშვნელოვანია და გასაგები ხდება რომ თუ კი ქალი იპარსავს თმას ( და ეს არ არის პროფესიის გადმონაშტი თუ ქალი მსახიობია ან ეს არ არის სარწმუნოების მოთხოვნა ) ესე იგი მის ცხოვრებაში რაღაცა ხდება, და ეს რაღაცა არ არის არც ძალიან სასიამოვნო, არც იოლი.

უბრალოდ რომ განვიხილოთ, თმა ქალურია, ლამაზი, ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია იმის რომ ეს არის ქალი ( შინაგანად ქალი ). იპარსავ ან იჭრი თმას ( შეჭრაში მე ვგულისხმობ რადიკალურ ცვლილებას თმის სიგრძეში ) და ხდები შიშველი, დაუცველი, მარტოხელა, მონაზონი, ჩვილი.

პირველ ნაწილში მე არ დამიწერია არაფერი შენს სასიყვარულო ურთიერთობებზე ( სასიყვარულო ურთიერთობები… ფუ, მე რომ გული მერევა ისე ჟღერს , მაგრამ ეს გული თუ გამაჩნია ნუ რა ნუ ამერიოს , არაფერი მომივა ). ხშირად ზუსტად სტრესი დაკავშირებული მამაკაცთან  ( ან ქალთან, გააჩნია ვინ მოგწონს )  გიჭრის ამ თმას, აზროვნებას, იმედს და ზოგადად პოზიტივის სურვილს. მე არაფერს დავწერ რეცეპტებზე ან ამ სტრესიდან გამოსვლის მეთოდებზე. დრო გადის და ვრწმუნდები, რომ არა ტკივილი და სტრესი არამეტ სიტუაციის ცვლილება ხდება აუცილებელი და საჭირო, უბრალოდ შენც და მეც ჯერ კიდევ იმდენად სულელები და პატარები ვართ რომ ტკივილად ვიღებთ ამ ყველაფერს. არც ქადაგებაა და არც სწავლება. შენ იჭრი თმას, იმიტომ რომ ტოვებ რაღაცას წარსულში და იზრდი ახალ მომავალს.

(ნაწილი მეორე დამთავრდა)

————

ეპილოგი უნომრო.

დეკორაცია ამ ყველაფრის 🙂 უადგილო ან პირიქით მოხდენილი ფილმი . პროტესტის გამოხატვა, ტკივილი, სტრესი. ის არ იქნება ლამაზი ამ მამაკაცთან 🙂 იჭრის თმას.

საფრანგეთის და ისრაელის ნაწარმი. დაიბადა 1999ში.

%d bloggers like this: