ძალიან მინდა დასვენება. ზოგჯერ გამომდის. დათვივით შემოვლაგდები საწოლში/ზე, შევიფუთები საბანში და ასეთ დაკონსერვებულ და მოანაბიოზო ფორმაში ვითიშები. არა, არ

და ვი ღა ლე

ვითიშები, ვითიშავ თავს ცოტახნით რათა გავერთო სიზმრებით ( ჩემი სიზმრები ცალკე თემაა ). ზომიერი კომფორტი და სითბო საკმარისია რომ კუნთებმა დაისვენონ, აზროვნებამ ვითომ მიიძონოს და მეც მგონია რომ უკეთ ვიქნები. ნურას უკაცრავად (ც) მიშა.

მე კიდევ მინდა დასვენება. კინო მიყვარს , თუმცა ან დრო არ მაქვს რომ ავდგე და წავიდე ან დრო რომ არ მაქვს ფული მიმთავრდება, ან ფული რომ მიმთავრდება განწყობა არ მაქვს.

და მინდა თეატრი. აი კინოში მარტო მივალ, თეატრში ვერ / არ. არ მინდა მარტო.

ზღვაზე მინდა დასვენება. ბევრი ხალხი რომ არ იყოს, სისუფთავე რომ იყოს და საშუალება რომ მქონდეს ღამის 2 საათზე იქვე წყალთან ვისხდე და ვუსმენდე ტალღებს ან მუსიკას ჩემს აიფოდში… მინდა ასეთი დასვენება.

მეტყობა რომ დაღლილი ვარ ხო ?

რა საინტერესო დასკვნებს გააკეთებდა ფსიქოლოგი : მე მინდა ჩარჩო ან/და ყდა ან/და რამე რაც დამიფარავს ( იგივე საბანი , იგივე მუსიკა , იგივე ვინმე თეატრში ვიღაცა ახლოს ).

ხო ვიცი უკვე , გავიგე…

( თეატრთან დაკავშირებით : უშუალო მსახიობების უშუალო ენერგია საკმაოდ ძლიერი რამეა. მოქმედებს ფსიქიკაზე , მოქმედებს ჩემზე. ვხდები ძალზე ემოციური და ვერ ვიმორჩილებ ჩემს თავს. იმდენად არა ვარ დამოკიდებული მსახიობებს ხარისხიან ან უხარისხო თამაშზე ან და სპექტაკლის ხარისხზე, რამდენადაც იმ სპეციფიურ თეატრის მაგიაზე და ენერგიაზე რომელიც სუფევს სპექტაკლის დროს და ზოგადად არსებობს მხოლოდ თეატრში . )

რა მინდა ? დაცვა მინდა მე. 

რა არ მინდა ? 🙂 ( ღიმილი კი … თავდაცვაა 🙂 )  .

აი ეს

კარგი იქნებოდა 😉

არ მაწყობს ის რეალობა რომელიც მფარავს და რომელიც მფუთავს. ვსწავლობ , ვშლი და ვცვლი. მეთოდებზე აქ დავწერ . ზოგ მეთოდზე არ დავწერ ვინაიდან ან გაუგებარი, ან საშიში, ან სასაცილო , ან ძალიან ინტიმური გამოჩნდება. თუმცა საყოველთაოდ ცნობილი და მუშა მეთოდებს აღვწერ აუცილებლად. არ მინდა რეალობა ასეთ ფორმაში ? წაადი, გენაცვალე და გააკეთე რამე 😀 ( თუნდაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მუშა რამ რითაც შეიძლება დავიწყოთ ).

პს. ნუ ეხლა ფერია არ მაწყენდა. ისეთი კაარგი მთვრალი, თბილ გულზე ფერია , თან რომ ვუყვარდე ძალიან და ამისრულოს ყველაფერი რასაც მოვისურვებდი. თან მთვრალი ფერიები ისეთ ჭკუას ასწავლიან ხოლმე უფ უფ უფ 😉

——–

განწყობის საუნდტრეკი. თან მთელი დღე თავში მიტრიალებდა… თუ ტრიალებდა? თავში რას მიტრიალებდა? ჰეჰ…