Category: love


My wounds are deeper than your desires…

იყო და არა იყო რა. იყო ერთი სულელი არსება/ადამიანი/სუბიექტი.

ერთხელაც ჩახტა დიდ წყალში და შეხვდა მეორე სუბიექტს.

და დაიწყო ზღაპარი. მრავალფეროვანი ზღაპარი. ტყუილია რომ ზღაპრები მხოლოდ ლამაზი და კარგი მოგონებებით და სიტუაციებით არიან სავსე.

დრო გადიოდა. პირველი სუბიექტი ხან მკვდარი იყო, ხან ცოცხალი.

მეორე სუბიექტთან ჰქონდა უცნაური დამოკიდებულება. ძალიან უცნაური.

მეორეს რომ ეთხოვა სისხლი, პირველი დაალევინებდა. მეორეს რომ ეთხოვა სული, პირველი მოიკვეთდა ნაწილს და ჩაუნერგავდა მეორეს.

რადგან ეს ზღაპარი იყო, ესე იგი ბოროტებაც სუფევდა ამ ზღაპარში. თუმცა ეს ბოროტება სუბიექტებში იყო, რადგან ბუნებრივია ატარო თან ნათელი და თან ბნელი.

ერთხელაც მოხდა აფეთქება.

შემდეგ კიდევ ბევრი პატარა ბუმმმ ბუმმ ბუმმმ… ჩუმდებოდა ყველაფერი.

პირველი სუბიექტი მოძრაობდა.

იარა, იარა და იპოვა გზა. არ იცის პირველმა რა იქნება ამ გზაზე, ვის ნახავს ან რა იპოვის. მან მხოლოდ ის იცის რომ უნდა იაროს.

ამასობაში მეორე სუბიექტი აღმოჩნდა ქირურგი. მოუახლოვდა პირველს და ეუბნება: – გზაზე იარე აქ, და ასე, და ჩემთან.

სკალპელით უსრისავდა ხელებს, ფეხებს პირველს.

პირველი კი უსმენდა, უყურებდა და აკვირდებოდა. ჩუმად იყო არაფერს ეუბნებოდა . ხვდებოდა მხოლოდ იმას რომ სკალპელი უკვე არ ავნებდა. საერთოდ.

THE END

რითი განისაზღვრება სიყვარული ? ვატებით, სინუსოიდების აგებით ? გრამებით ? წლებით ?

ზოგჯერ ყველაფერი უფრო მარტივია და მარტივად არის.

შენ, მე ან ვინმეს უბრალოდ არ უნდა და უკვე არ სიამოვნებს საკვების/კერძის გაკეთება იმ მეორე ადამიანისათვის.

ხომ მარტივია ? აი იფიქრეთ.

1. ფიზიკური სიამოვნება გვენანება : ის ადამიანი უკვე არ არის “ის” ადამიანი, და მისთვის სიამოვნების მინიჭება ხდება მეორეხარისხოვანი თუ არა მეჩვიდმეტე ნამდვილად.

2. ზრუნვის სეკვესტრირება ხდება. მანამდე თუ ვზრუნავდით და “აუზებს ვაშენებდით” ეხლა ვუტოვებთ “უდაბნოს”.

3. თხოვნის დაკმაყოფილების გადაგდება. ადრე თუ გვსიამოვნებდა თხოვნის შესრულება, ეხლა თუ არ გვაღიზიანებს იმაზეც მადლობა.

—————

ფრანგული კოცნა… როგორ თუ ? მარტო პორნო უნდა იკრძალებოდეს? ფარისევლობაა ეგ. ან თუ კი პორნო იკრძალება ფრანგულმა კოცნამ რა დააშავა? ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სენსიტიურად, ტაქტილურად და ვიზუალურად … ( სულიერად , ფილოსოფიურად, მთიულურად, ნაციონალურად და კოსმიუარადაც ! )

აღმაგზნებელი, ლამაზი, სასიამოვნო, მნიშვნელოვანი ტრიგერი, რომელიც უშვებს ძალიან დიდ მექანიზმს. მარტივ მექანიზმს.

 

და დამოკიდებულება/მიდრეკილება ? 🙂 აღმავალი კვანძი კირჩხიბში მერვე სახლში 😉 ( მოოგვიანებით ნელ-ნელა ავხსნი ყველაფერს 🙂 ).

ჩახუტებაზე რას ფიქრობთ?

მე ვფიქრობ რომ ჩახუტება ხშირად უფრო ინტიმურია ვიდრე კოცნა.

ბავშვი თავიდან ჯერ ჩახუტებას “სწავლობს” და მერე უკვე კოცნას.

და როგორ ფიქრობთ  ( თუ კი მეთანხმებით ) რატომ არის ჩახუტება ასეთი მნიშვნელოვანი ?

ეს ფრაზა “გული გავუშალე” ყველაზე კარგად ჩანს ზუსტად ჩახუტებაში. გვიყვარს მაშინ როდესაც ვეხუტებით ( და პირიქით ). ჩვენ ზუსტად იმ სიყვარულის ცენტრს ვშლით და არა მარტო ძვლებს, კუნტებს. ვაძლევთ უფლებას შეგვეხონ და შევეხოთ. ვრჩებით დაუცველები და ამავდროულად… ბედნიერები.

 ანაჰატა –  (სანსკრიტზე  მუდმივად ჟღერადი დოლი)  – ეს ჩაკრა განთავსებულია გულმკერდის ცენტრალურ ზონაში. ის არეთიანებს ქვედა და ზედა სამივე  ჩაკრას  და წარმოადგენს ჩაკრების მთლიანი სისტემის ცენტრს. გულის ჩაკრა ადამიანში განაგებს  ისეთ გრძნობებს როგორიცაა, სიყვარული, მზრუნველობა, ერთგულება და გათანაღრება. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ადაპტაცია სხვა ადამიანებთან, შევიგრძნოთ ისინი დავეკონტაქტოთ მათ და მივცეთ შესაძლებლობა საპასუხო რეაქციის ჩვენდამი, როგორც ემოციურ ასევე სულიერ და ფიზიკურ დონეებზე.  ამ ჩაკრის დახმარებით  შეგვიძლია გვიყვარდეს სხვა და მივილტვოდეთ სიყვარულისკენ. ის მართავს ჩვენს შესაძლებლობებს, ვაჩუქოთ და მივიღოდ  სიყვარული. გულის ჩაკრა გვასწავლის როგორ უძღვნათ ჩვენი თავი სხვებს, მიუტეოთ, უთანაღროდ და გავამართლოდ სხვანი. ანაჰატას გაწონასწორებული მუშაობისას ადამიანები გრძნობენ საკუთარ თავს დაუძაბველად და თავისუფლად. ისინი თავისუფლად უხსნიან სხვებს გულს.

http://aura-help.ge/node/61

ვჩუქნით და ვანდობთ დაუცველობას და ვიცავთ ამით ერთმანეთს.

ჩაკრებს ვახუტებთ, ენერგიას ვჩუქნით და ვიღებთ. მომენატრა ჩახუტება ნამდვილი, თბილი.

ადამიანებიც მომენატრნენ ვისაც არ ენანებათ ეს გული და ეს ენერგია. მეც მოვენატრე ჩემს თავს.