აქ არ გავცემ პასუხებს. მხოლოდ კითხვები. მარადისობით გაჟღენთილი, სისულელით შეკაზმული და აშ.

 

1. Mirror, mirror on the wall who’s the fairest of them all ? აი რა უნდოდა იმ ქალს? ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული იყო. Черт ногу сломает в голове женщины.

2. Что делать ? ჩერნიშევსკის არ იყოს და მართლაც საინტერესოა. რა ვქნათ ? ან რა არის საჭირო? ხშირი კითხვაა, რომელიც ისმის ყველგან და ერთ-ერთი ურთულესი კითხვაა.

3. რა გინდა ? თუ კი ეკითხები ამას ისეთ ადამიანს, რომელიც შენთვის არის მნიშვნელოვანი ესე იგი საქმე ცუდათ არის. შენი საქმე , იმის კი არა.

4. რატომ ჰგონიათ ქალებს რომ პატარა/დიდი ტაკო, პატარა/დიდი მკერდი გააბედნიერებთ? ულევი თემა თავისი ნიუანსებით.

5. რატომ ჰგონიათ მამაკაცებს რომ გრძნობების გამოხატვა ცუდია? ეგ სტატისტიკის შედეგად დაიბადა ასეთი შეკითხვა.

6. რატომ ჰგონიათ ადამიანებს რომ ლამაზი აუცილებლად კეთილია და ბოროტი აუცილებლად უშნოა ? ( რეფრენი #4 შეკითხვასთან იფფ თან როგორი )

7. რატომ აუფასურებენ ადამიანები კარგ წესებს ? ფიზიკურად ცუდათ გადამაწვს და ვიტან წესებს, ჩარჩოებს და აკრძალვებს, მაგრამ კარგი თუ არის რამე არ მინდა გავაფუჭო. ხო და რატომ ?

8. რატომ არიან ადამიანები უგულოები ? ცივები, რობოტები, უგულოები, ხელოვნურად შექმნილი ემოციებით და გრძნობებით.

9. რატომ ავიწყდებათ ქალებს ქალური სოლიდარობა ? აქ მახსოვს, აქ არ მახსოვს. არა და მე ვარ ბლონდ და მე უნდა მავიწყდებოდეს ყველაფერი.

10. რატომ გიჟდებიან ყველანი შოკოლადზე ? ჰმმ ნუ ხო გასაგებია ნივთიერებები და აშ. მაინც არ მესმის…

11. რატომ არიან ადამიანები ( ძირითადად ) ზარმაცები და გაუნათლებლები ? არ ვგულისხმობ იმათ ვისაც საშუალება არა აქვთ განათლების. 

12. რატომ არიან ადამიანები ასეთი მატერიალისტები ? ოჰჰჰ ისე გამომდის თითქოს მე არ მომწონდეს, სიტყვაზე, კარაქიანი პური. მომწონს. მაგრამ არა უპირველესყოვლისა ეს პურკარაქიანობა.

13. რატომ იქმნიან ქალები ქცევის და გარეგნობის ჩარჩოებს ? ძალიან ბევრ ჯერ შევნიშნე მომენტი, როდესაც გოგონა ლანძღავს სხვა გოგონას ( მის გარეგნობას, წონას იწუნებს, ქცევას, ცხვირი აქვს ჭ ფორმის და აშ ) და ითხოვს აი ასეთი უნდა იყოს. ქცევას ეხლა ნაკლებად ექცევა ყურადღება ( ყველა გადაკიდებულია ფიზიკურ პლანზე, ჩვენს ვიტრინაზე ) თუმცა კომპლექსებს წინადადებებით : ნამდვილი ქალი ასე და ასე უნდა იქცეოდეს და ეს სირაქლემაა კიდევ : ჯერ კიდევ დიდ ხანს ვერ მოვეშვებით ასე მგონია.

14. რატომ გვგონია რომ ვართ კარგები, თეთრი ფერის და ფუმფულა არსებები ? ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კონცეპტუალური, ყველაზე დროული, ყველაზე ჩამოყალიბებული, ყველაზე მართალი, ყველაზე ყველა… უფფფ

15. რატომ გვეშინია სიყვარულის ? ( აქ თავდაცვის მექანიზმი უნდა ჩამერთოს და რამე იუმორით აღსავსე ფრაზა უნდა დავწერო, მაგრამ გვიანია და არ დავწერ )

16. რატომ ხდება ასე : ქალს უნდა სექსი – ბოზია, კაცს უნდა სექსი – კაცია : ? ან იცინიან : უფფ ამას სექსი უნდა და ამიტომაც ჩაიცვა ასე, იქცევა ასე, ამბობს ამას : ან მენტორული ტონით ასწავლიან რომ ქალი ამაზე მაღლა უნდა იყოს ( სად? ევერესტი შორია ). კი აღიარებენ რომ ქალები სურვილი ბლაბლაბლა მაგრამ მაინც ბუნებრივად არ აღიქვამენ ამას.

17. რატომ არ კითხულობენ წიგნებს ? 😦 კატასტროფული მდგომარეობაა. მართლაც სმს ების და ქსელში ნაპოვნი სტატიების ეპოქაა.

18. რატომ კითხულობენ მხოლოდ ცნობად წიგნებს ? ( აქ რეფრენი #14 ვინაიდან მე მგონია რომ ეგოიზმთან არის დაკავშირებული )

19. რატომ არ იძიებენ ფარულ მხარეს ამ ცხოვრების ? ფსიქოლოგია გახდა პოპულარული მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მარკეტოლოგებმა დაიწყეს ისეთი რაღაცეების შეტენვა რომ უკვე ყველამ მიხვდა : რაღაცა ხდება. მარცხენა წარბის მასაჟორი, ნეკა თითზე დასამაგრებელი გრძელი მარტორქა და ასე შემდეგ. მივხვდით რომ ჩვენზე ხდებოდა უცნაური ზემოქმედება. მაგრამ მარტო ფსიქოლოგიით არ შემოიფარგლება ამ ცხოვრების “ეზო”მხარე. არ ვიძიებთ, გვეშინია, გვეზარება.

 

 

 

დავამთავრებ. არ ვიტყოდი რომ დღე და ღამე როდენის ჭკუასანი კაცივით ვზიივარ და ვფიიიქრობ , თუმცა ეს რაც ჩამოვთვალე მაწუხებს დრო და დრო 🙂

პს. ზოგჯერ ისე მჭირდება მხოლოდ პასუხები.