ეს არის ღია წერილი.
—————————
პროლოგი vol. 1
კარგი ფილმები ბავშვობიდან მიყვარდა. ილუზიონს ველოდებოდი, მერე ვითომ ვიძინებდი და ( საბედნიეროდ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი ) ჩუმად ვუყურებდი საოცარ ფილმებს.
პროლოგი vol. 2
რადიკალური ცვლილებები გარეგნობაში , როგორც წესი მიგვითითებენ სტრესზე.
ისტორია იმაზე თუ როგორ განიცდიან ქალები სტრესს
(ნაწილი პირველი დაიწყო)
მართლაც რამდენი სტრესია შენს ირგვლივ. მიდიხარ სამსახურში. პირადი ავტო თუ ავტობუსი/მარშრუტკა , გზა ისე არ ჩაივლის რომ რამე არ ჩაშხამდეს.
მართავ ? დიახ , ზუსტად შენ გამოგიხტება ტუტუცი და სულელი ნაირა დეიდა, და რაოდენ თვალსაჩინო არ იქნება მისი ბრალი, მაინც შენ იქნები კახპა, უნამუსო და უზრდელი და სხვისი ფულის მწოველი ( ფულის ხსენებით თუ შემოიფარგლება, კიდევ გაგიმართლებს ). შეგაშინებს პოლიციის გამოძახებით და როდესაც დათანხმდები თვითონ გაიქცევა.
ავტობუსი ? 🙂 კლასიკური მიაზმებით დაწყებული, იაპონური გაშანშალებული ფროტერიზმით დამთავრებული . და დიახ ეს ყველაფერი ჩვენს ტრანსპორტში სულ რაღაც 50 თეთრად.
( მეტრო ? მეშინია მე მეტროში ჩასვლის. ასე მგონია რომ ჰადესში მოვხვდები ეგრევე… სხვა მიზეზი მაქვს არ ჩასვლის, მაგრამ შენ ალბათ ჩადიხარ და მე გითანაგრძნობ ).
სასწავლებელი ან სამსახური. გააჩნია სად სწავლობ ან მუშაობ, გააჩნია რამდენს იხდი თუ კი სწავლობ, გააჩნია ვისთან მუშაობ და აგრეთვე დამოკიდებულია ბევრი რამ მხოლოდ შენზე. თუმცა ხშირად ზუსტად კლიმაქსიანი ან პირიქით სპერმატოქსიკოზიანი ლექტორები არ გიწერენ ნიშნებს ( კუთვნილ ) , ხშირად ზუსტად ის ვითომ მაგარი უფროსი ყურადღებას არ აქცევს შენს ახალ პროექტს, და აგრეთვე ხშირად შენ გხვდება კლასიკური ქარიზმით სავსე ინტრიგა. აი ლათამერიკულ სერიალებში რომ არის, დედა რომ უყურებს, აი ასეთი.
სახლი. 🙂 პოლიგონია ეს უფრო ვიდრე სახლი. თან მამა ან ძირითადად ოჯახის მამაკაცი არის დისლოცირებული საცხოვრებელი ოთახის ყველაზე კომფორტულ ადგილას, დედა( ბებია , დეიდა და აშ ) ყველგან სადაც კი შეიძლება მაგრამ ძირითადად სამზარეულოში ( თუმცა შენ საძინებელში ან შენს ოტახში რომ ჩაიკეტო მაინც მოგაკითხავს ყოველ 7 წუთში წამზომივით შეგახსენებს რომ ამაოა ეს ყოველივე და წადი ჭამე რამე ).
დიდი თუ პატარა ხარ ( ჯერ კიდევ შვილი ხარ მხოლოდ, თუ უკვე დედაც ან პარტნიორი ან ცოლი ) სულ ერთია. ივსები ამ გარემოს ნაგვით ( და ხშირად არა მარტო გარემო გაწვდის ამას, შენც ხომ ხარ მწარმოებელი 🙂 ) და ერთ მშვენიერ დღეს ხდება აფეთქება, წყალდიდობა, სევდის ისტერიკა და ნაღვლის ბუშტის კათარზისი. და განიცდი . ძალიან ძლიერ. შეიძლება მანამდე იყო ძალიან ძლიერი მაგრამ მერე უცებ მთავრდები და ან იშლები ან ხდები უსუსური, პატარა, უაზრო.
( ნაწილი პირველი დამთავრდა )
—-
თმა
(ნაწილი მეორე დაიწყო)
და შენ იჭრი თმას. იჭრი, იპარსავ, იღებავ ( ეს უფრო ხშირად ). მაგრამ შენ იპარსავ ან იჭრი და რატომ?
ეზოთერიკოსები ამბობენ რომ თმა კოსმოსთან კავშირს ნიშნავს, რომ თმები ანტენებივით მუშაობენ. თმა არის მთვარე და მთვარესთან კავშირია. ქალისათვის თმა მნიშვნელოვანია და გასაგები ხდება რომ თუ კი ქალი იპარსავს თმას ( და ეს არ არის პროფესიის გადმონაშტი თუ ქალი მსახიობია ან ეს არ არის სარწმუნოების მოთხოვნა ) ესე იგი მის ცხოვრებაში რაღაცა ხდება, და ეს რაღაცა არ არის არც ძალიან სასიამოვნო, არც იოლი.
უბრალოდ რომ განვიხილოთ, თმა ქალურია, ლამაზი, ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია იმის რომ ეს არის ქალი ( შინაგანად ქალი ). იპარსავ ან იჭრი თმას ( შეჭრაში მე ვგულისხმობ რადიკალურ ცვლილებას თმის სიგრძეში ) და ხდები შიშველი, დაუცველი, მარტოხელა, მონაზონი, ჩვილი.
პირველ ნაწილში მე არ დამიწერია არაფერი შენს სასიყვარულო ურთიერთობებზე ( სასიყვარულო ურთიერთობები… ფუ, მე რომ გული მერევა ისე ჟღერს , მაგრამ ეს გული თუ გამაჩნია ნუ რა ნუ ამერიოს , არაფერი მომივა ). ხშირად ზუსტად სტრესი დაკავშირებული მამაკაცთან ( ან ქალთან, გააჩნია ვინ მოგწონს ) გიჭრის ამ თმას, აზროვნებას, იმედს და ზოგადად პოზიტივის სურვილს. მე არაფერს დავწერ რეცეპტებზე ან ამ სტრესიდან გამოსვლის მეთოდებზე. დრო გადის და ვრწმუნდები, რომ არა ტკივილი და სტრესი არამეტ სიტუაციის ცვლილება ხდება აუცილებელი და საჭირო, უბრალოდ შენც და მეც ჯერ კიდევ იმდენად სულელები და პატარები ვართ რომ ტკივილად ვიღებთ ამ ყველაფერს. არც ქადაგებაა და არც სწავლება. შენ იჭრი თმას, იმიტომ რომ ტოვებ რაღაცას წარსულში და იზრდი ახალ მომავალს.
(ნაწილი მეორე დამთავრდა)
————
ეპილოგი უნომრო.
დეკორაცია ამ ყველაფრის 🙂 უადგილო ან პირიქით მოხდენილი ფილმი . პროტესტის გამოხატვა, ტკივილი, სტრესი. ის არ იქნება ლამაზი ამ მამაკაცთან 🙂 იჭრის თმას.
საფრანგეთის და ისრაელის ნაწარმი. დაიბადა 1999ში.