პოსტი ვითომ ასტრონომიულ ( ვითომ ასტროლოგიურ ) მოვლენაზე არა და…

სულ რამოდენიმე დღის უკან დედამიწიდან ვტკბებოდით და აღფრთოვანებით ვათვალიერებდით ტელესკოპებში ( ჩემი გაფუჭდა და მხოლოდ ნეტში მოპოვებული სურათებით ვტკბებოდი 😀 ) გრანდიოზული მასშტაბის მოვლენას – მზის და ვენერის შეერთებას ( ვენერას ტრანზიტი 🙂 ). ანუ 6 ივნისს ვისაც გაუმართლა დედამიწაზე, იმათმა მზეს რომ შეხედეს ( დიახ, ასეთებიც არიან ) პატარა შავი წერტილ დაინახეს. ვითომ არაფერი არა და ნახეთ

SDO’s Ultra-high Definition View of 2012 Venus Transit – 193 Angstrom
NASA image captured June 6, 2012.

იქ მზესთან ახლოს რომ ვყოფილიყავით უფრო ჰმმ გავერთობოდით სანახაობით თუმცა… დავიბრაწებოდით, ცხადია.

ხოლო ასტროლოგიურად ვენერა …

 სიყვარულისა და ხელოვნების პლანეტად მოიაზრება. მას ასევე “მიეკუთვნება” სილამაზის აღქმა, ჰარმონიზაცია, გემოვნება, ზომიერება, კომფორტის შექმნა, მატერიალური სიმდიდრე და ფინანსების მართვა.

ჰმმმ ამჯერად მინდა შევჩერდე სილამაზეზე… კი, მე მესმის რომ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს ( მჯერა რო ? ამ სამყაროს ურო თუ გადაარჩენს, თან ბევრი თან უცებ და თან მძიიიმე ) . მე მესმის, რომ ლამაზი პარტნიორების არჩევა ინსტინქტურად ხდება  – გარეგნული სილამაზე გენეთიკური “სილამაზის მაჩვენებელია. ანუ ადამიანი ჯანმრთელია და სწორი განლაგება ამ გენების გვაძლევს კარგ და სასიამოვნო გარეგნობას. მაგრამ…  არ მესმის თუ რატომ არ ხდება “არამკაფიოდ” ლამაზი ადამიანი ფილმის ან კლიპის გმირი. მარკეტინგი და მასთან ახლოს მყოფი bullshit ების თეორიაც ვიცი და გასაგებია, უბრალოდ სუუულ თავიდან აი სულ სულ სულ თავიდან რატომ მოხდა ასეთი ცალსახა დიფერენციაცია “ლამაზი” და “არალამაზი” კანონების/ადამიანების. ბუნებით ძალიან ბევრი ადამიანი ითვლება ლამაზად , მაგრამ როგორც კი ადამიანი ერევა შეფასებაში იქ იწყება ცუდი თამაში.

მხოლოდ რამოდენიმე ტიპაჟი “გამოდის” ლამაზი და დანარჩენებმა კიდევ უმჯობესია ან დროზე ფული იშოვონ და ოპერაციები გაიკეთონ ან კიდევ თავი მოიკლან 🙂 რადგან ეს სამყარო მიიღებს მხოლოდ “სილამაზეს და ჰარმონიას” .

 

აი ვენერას სილამაზეც და ფულიც 🙂 ( ვიცი, გავაშავე ვენერა 🙂 არა და კარგი ვინმეა/რამეა 🙂 ) .

კარგი ვიდეოა 🙂 კეთილია. თუმცა აქაც მხოლოდ ლამაზ ობიექტებს “ისიზმრებენ”  🙂

ps. აქ დასმული კითხვები რიტორიკულია 🙂 . უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ყველაფერს ირგვლივ :).