Latest Entries »

ძალიან მინდა დასვენება. ზოგჯერ გამომდის. დათვივით შემოვლაგდები საწოლში/ზე, შევიფუთები საბანში და ასეთ დაკონსერვებულ და მოანაბიოზო ფორმაში ვითიშები. არა, არ

და ვი ღა ლე

ვითიშები, ვითიშავ თავს ცოტახნით რათა გავერთო სიზმრებით ( ჩემი სიზმრები ცალკე თემაა ). ზომიერი კომფორტი და სითბო საკმარისია რომ კუნთებმა დაისვენონ, აზროვნებამ ვითომ მიიძონოს და მეც მგონია რომ უკეთ ვიქნები. ნურას უკაცრავად (ც) მიშა.

მე კიდევ მინდა დასვენება. კინო მიყვარს , თუმცა ან დრო არ მაქვს რომ ავდგე და წავიდე ან დრო რომ არ მაქვს ფული მიმთავრდება, ან ფული რომ მიმთავრდება განწყობა არ მაქვს.

და მინდა თეატრი. აი კინოში მარტო მივალ, თეატრში ვერ / არ. არ მინდა მარტო.

ზღვაზე მინდა დასვენება. ბევრი ხალხი რომ არ იყოს, სისუფთავე რომ იყოს და საშუალება რომ მქონდეს ღამის 2 საათზე იქვე წყალთან ვისხდე და ვუსმენდე ტალღებს ან მუსიკას ჩემს აიფოდში… მინდა ასეთი დასვენება.

მეტყობა რომ დაღლილი ვარ ხო ?

რა საინტერესო დასკვნებს გააკეთებდა ფსიქოლოგი : მე მინდა ჩარჩო ან/და ყდა ან/და რამე რაც დამიფარავს ( იგივე საბანი , იგივე მუსიკა , იგივე ვინმე თეატრში ვიღაცა ახლოს ).

ხო ვიცი უკვე , გავიგე…

( თეატრთან დაკავშირებით : უშუალო მსახიობების უშუალო ენერგია საკმაოდ ძლიერი რამეა. მოქმედებს ფსიქიკაზე , მოქმედებს ჩემზე. ვხდები ძალზე ემოციური და ვერ ვიმორჩილებ ჩემს თავს. იმდენად არა ვარ დამოკიდებული მსახიობებს ხარისხიან ან უხარისხო თამაშზე ან და სპექტაკლის ხარისხზე, რამდენადაც იმ სპეციფიურ თეატრის მაგიაზე და ენერგიაზე რომელიც სუფევს სპექტაკლის დროს და ზოგადად არსებობს მხოლოდ თეატრში . )

რა მინდა ? დაცვა მინდა მე. 

რა არ მინდა ? 🙂 ( ღიმილი კი … თავდაცვაა 🙂 )  .

აი ეს

კარგი იქნებოდა 😉

არ მაწყობს ის რეალობა რომელიც მფარავს და რომელიც მფუთავს. ვსწავლობ , ვშლი და ვცვლი. მეთოდებზე აქ დავწერ . ზოგ მეთოდზე არ დავწერ ვინაიდან ან გაუგებარი, ან საშიში, ან სასაცილო , ან ძალიან ინტიმური გამოჩნდება. თუმცა საყოველთაოდ ცნობილი და მუშა მეთოდებს აღვწერ აუცილებლად. არ მინდა რეალობა ასეთ ფორმაში ? წაადი, გენაცვალე და გააკეთე რამე 😀 ( თუნდაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მუშა რამ რითაც შეიძლება დავიწყოთ ).

პს. ნუ ეხლა ფერია არ მაწყენდა. ისეთი კაარგი მთვრალი, თბილ გულზე ფერია , თან რომ ვუყვარდე ძალიან და ამისრულოს ყველაფერი რასაც მოვისურვებდი. თან მთვრალი ფერიები ისეთ ჭკუას ასწავლიან ხოლმე უფ უფ უფ 😉

——–

განწყობის საუნდტრეკი. თან მთელი დღე თავში მიტრიალებდა… თუ ტრიალებდა? თავში რას მიტრიალებდა? ჰეჰ…

შევამჩნიე რომ ბოლო დროს საქართველოში ( აბა  სხვაგან მე ჯერ არ მეღირსა ყოფნა/ცხოვრება ) გოგოებს ნაკლებად უყვართ ( თუ ნაკლებად პატივს სცემენ ? ) მშობლები.

თუ ამ კორელაციას 2 მიმართულება აქვს? ნუთუ მშობლებს ნაკლებად უყვართ თავიანთი ქალიშვილები ?

იწყება ბავშვობით სადაც ძმას სანდროს უდებენ 4 კატლეტს და ნინიკოს მხოლოდ 2ს. და იმიტომ არა რომ სანდრო უფროსია ან უმცროსი, უბრალოდ ნინიკო ხომ გოგოა და სანდრო კიდევ ბიჭია და ბიჭს მაინც მეტი და უკეთესი უნდა შეხვდეს.

ასეა ? ხო რრა ვიცი… მე დედიკოს ერთი ვყავარ ^_^ ( სულ კი მინდოდა ძმა ან და მყოლოდა მაგრამ სამწუხაროდ არ შედგა ეს ამბავი ).

ხო და დაბუნრუნდები კატლეტებს.

დრო გადის და კატლეტით არ შემოიფარგლება სიყვარული და ყურადღება. უფრო სწრაფად უყიდიან ბიჭს მანქანას, უფრო სწრაფად უყიდიან ბიჭს კომპიუტერს, უფრო მეტს ფულს მისცემენ დასახარჯად და მრავალ სხვა ბონუსს უფრო მარტივად გამოუყოფენ.  უი სად ვართ ? ჯერ კიდევ საქართველოში თუ სადმე შუა აზიაში ? ჰმმმ უცნაურია…

და პირიქით 🙂

მშობლებს გოგო უყვართ ბიჭისნაირად ან სულაც არავინ ჰყავთ ამ გოგოს მეტი ( ან კიდევ ერთი ან მეტი გოგო |). უვლიან, უყვართ, ეფერებიან. კლასიკური იდილია პასტელის ფერებში

მაგარი ხარ 😀 კეჰჰ

შესრულებული. მაგრამ რა ? მოდა ? ძალიან გახშირებული: მე მაგარი ვარ და კიდევ უფრო მაგარი უნდა ვიყო : გოგოს აზრებში გვაძლევს ხშირად ხელოვნურად გაფუჭებულ ურთიერთობებს მშობლებთან.  და შედეგად გვრძება გოგოს კარიერა, მიტოვებული მშობლები და ცუდი ურთიერთობა მათთან ( არა და რეალურად მიზეზი შეიძლება არც იყოს, უბრალოდ SATC , ზოგადი განწყობა ყველას უტენის ტვინში დამოუკიდებლობას ოჯახისგან რომელიც სულაც არ გულისხმობს ცუდ ურთიერთობას მათთან ). ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან პოზიტიური რამეა მაგრამ ხშირად ზუსტად გოგოები ( და არა ბიჭები ) უარს აცხადებენ ფულადი დახმარების გაცემაზე. ანუ იკიდებენ მშობლებს ( imho : ეს ცუდია. მიმაჩნია რომ თუ მე მაქვს საშუალება დავეხმარო ვინმეს უპირველესყოვლისა მშობელზე უნდა ვიზრუნო ) და რომც უჭირდეთ იგივე მშობლებს, ან არ ეხმარებიან ან კბილების კრაჭუნით ეხმარებიან.

კიდევ ერთი მხარე აქვს ამ ვყელაფერს. სიყვარულით რომ უყვართ ქალიშვილი ჰიპერზრუნვის ტალღებს აფრქვევენ მშობლები. ჟანგბადს უკეტავენ გოგოს მხოლოდ იმიტომ რომ : ვაი, ეს რა მოგივა შენ იქ თუ წახვალ და ამას თუ გააკეთებ : არა და გოგო ხომ გაზარდეს თვითონ, დრო დახარჯეს , იზრუნეს გოგოს ინტეელქტზე, უნარებზე და ზოგად აზროვნებაზე.

რატომ უნდა მოუვიდეს რამე თუ ასეთი კარგი მშობლები არიან ? არ ვგულისხმობ ბუნებრივ ზრუნვას რომელიც გამოიხატება თბილად. ვგულისხმობ 24/7 კბენებს, ეჭვებს და კინკლაობას რომელიც იმ არსებულ სიყვარულსაც სპობს. მშობლები ვერ ხვდებიან რომ ინფანტილური არსება არ გამოადგებათ. ვერ ხვდებიან იმას რომ ზრდასრული ადამიანად არ ჩამოყალიბდება გოგონა თუ კი სახლში დაბრუნდება მხოლოდ 8 ზე ( მერე რა რომ საქმე აქვს ან უბრალოდ ატარებს დროს და ისვენებს და თვითონ წყვიტავს თუ რას აკეთებს ) და ჩაუჯება ჭრა/კერვას ( მე არ ვგულისხმობ ნარკომანიას და სხვა უამრავ მარგინალურ გატაცება დროის ტარებას და არც ჭრა – კერვის საწინააღმდეგოდ ვარ განწყობილი უბრალოდ გამახსენდა ეგ ) .

🙂 დედა ხომ ერთია 🙂

 

 

 

 

ხო და რას ვამბობდი ? აა ვწუწუნებდი მე. დიახ. მინდა კარგი ოჯახები, მინდა კარგი ურთიერთობები შვილების და მშობლების და მინდა ეს ყველაფერი გაიგებოდეს და არსებობდეს.

აქ არ გავცემ პასუხებს. მხოლოდ კითხვები. მარადისობით გაჟღენთილი, სისულელით შეკაზმული და აშ.

 

1. Mirror, mirror on the wall who’s the fairest of them all ? აი რა უნდოდა იმ ქალს? ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული იყო. Черт ногу сломает в голове женщины.

2. Что делать ? ჩერნიშევსკის არ იყოს და მართლაც საინტერესოა. რა ვქნათ ? ან რა არის საჭირო? ხშირი კითხვაა, რომელიც ისმის ყველგან და ერთ-ერთი ურთულესი კითხვაა.

3. რა გინდა ? თუ კი ეკითხები ამას ისეთ ადამიანს, რომელიც შენთვის არის მნიშვნელოვანი ესე იგი საქმე ცუდათ არის. შენი საქმე , იმის კი არა.

4. რატომ ჰგონიათ ქალებს რომ პატარა/დიდი ტაკო, პატარა/დიდი მკერდი გააბედნიერებთ? ულევი თემა თავისი ნიუანსებით.

5. რატომ ჰგონიათ მამაკაცებს რომ გრძნობების გამოხატვა ცუდია? ეგ სტატისტიკის შედეგად დაიბადა ასეთი შეკითხვა.

6. რატომ ჰგონიათ ადამიანებს რომ ლამაზი აუცილებლად კეთილია და ბოროტი აუცილებლად უშნოა ? ( რეფრენი #4 შეკითხვასთან იფფ თან როგორი )

7. რატომ აუფასურებენ ადამიანები კარგ წესებს ? ფიზიკურად ცუდათ გადამაწვს და ვიტან წესებს, ჩარჩოებს და აკრძალვებს, მაგრამ კარგი თუ არის რამე არ მინდა გავაფუჭო. ხო და რატომ ?

8. რატომ არიან ადამიანები უგულოები ? ცივები, რობოტები, უგულოები, ხელოვნურად შექმნილი ემოციებით და გრძნობებით.

9. რატომ ავიწყდებათ ქალებს ქალური სოლიდარობა ? აქ მახსოვს, აქ არ მახსოვს. არა და მე ვარ ბლონდ და მე უნდა მავიწყდებოდეს ყველაფერი.

10. რატომ გიჟდებიან ყველანი შოკოლადზე ? ჰმმ ნუ ხო გასაგებია ნივთიერებები და აშ. მაინც არ მესმის…

11. რატომ არიან ადამიანები ( ძირითადად ) ზარმაცები და გაუნათლებლები ? არ ვგულისხმობ იმათ ვისაც საშუალება არა აქვთ განათლების. 

12. რატომ არიან ადამიანები ასეთი მატერიალისტები ? ოჰჰჰ ისე გამომდის თითქოს მე არ მომწონდეს, სიტყვაზე, კარაქიანი პური. მომწონს. მაგრამ არა უპირველესყოვლისა ეს პურკარაქიანობა.

13. რატომ იქმნიან ქალები ქცევის და გარეგნობის ჩარჩოებს ? ძალიან ბევრ ჯერ შევნიშნე მომენტი, როდესაც გოგონა ლანძღავს სხვა გოგონას ( მის გარეგნობას, წონას იწუნებს, ქცევას, ცხვირი აქვს ჭ ფორმის და აშ ) და ითხოვს აი ასეთი უნდა იყოს. ქცევას ეხლა ნაკლებად ექცევა ყურადღება ( ყველა გადაკიდებულია ფიზიკურ პლანზე, ჩვენს ვიტრინაზე ) თუმცა კომპლექსებს წინადადებებით : ნამდვილი ქალი ასე და ასე უნდა იქცეოდეს და ეს სირაქლემაა კიდევ : ჯერ კიდევ დიდ ხანს ვერ მოვეშვებით ასე მგონია.

14. რატომ გვგონია რომ ვართ კარგები, თეთრი ფერის და ფუმფულა არსებები ? ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კონცეპტუალური, ყველაზე დროული, ყველაზე ჩამოყალიბებული, ყველაზე მართალი, ყველაზე ყველა… უფფფ

15. რატომ გვეშინია სიყვარულის ? ( აქ თავდაცვის მექანიზმი უნდა ჩამერთოს და რამე იუმორით აღსავსე ფრაზა უნდა დავწერო, მაგრამ გვიანია და არ დავწერ )

16. რატომ ხდება ასე : ქალს უნდა სექსი – ბოზია, კაცს უნდა სექსი – კაცია : ? ან იცინიან : უფფ ამას სექსი უნდა და ამიტომაც ჩაიცვა ასე, იქცევა ასე, ამბობს ამას : ან მენტორული ტონით ასწავლიან რომ ქალი ამაზე მაღლა უნდა იყოს ( სად? ევერესტი შორია ). კი აღიარებენ რომ ქალები სურვილი ბლაბლაბლა მაგრამ მაინც ბუნებრივად არ აღიქვამენ ამას.

17. რატომ არ კითხულობენ წიგნებს ? 😦 კატასტროფული მდგომარეობაა. მართლაც სმს ების და ქსელში ნაპოვნი სტატიების ეპოქაა.

18. რატომ კითხულობენ მხოლოდ ცნობად წიგნებს ? ( აქ რეფრენი #14 ვინაიდან მე მგონია რომ ეგოიზმთან არის დაკავშირებული )

19. რატომ არ იძიებენ ფარულ მხარეს ამ ცხოვრების ? ფსიქოლოგია გახდა პოპულარული მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მარკეტოლოგებმა დაიწყეს ისეთი რაღაცეების შეტენვა რომ უკვე ყველამ მიხვდა : რაღაცა ხდება. მარცხენა წარბის მასაჟორი, ნეკა თითზე დასამაგრებელი გრძელი მარტორქა და ასე შემდეგ. მივხვდით რომ ჩვენზე ხდებოდა უცნაური ზემოქმედება. მაგრამ მარტო ფსიქოლოგიით არ შემოიფარგლება ამ ცხოვრების “ეზო”მხარე. არ ვიძიებთ, გვეშინია, გვეზარება.

 

 

 

დავამთავრებ. არ ვიტყოდი რომ დღე და ღამე როდენის ჭკუასანი კაცივით ვზიივარ და ვფიიიქრობ , თუმცა ეს რაც ჩამოვთვალე მაწუხებს დრო და დრო 🙂

პს. ზოგჯერ ისე მჭირდება მხოლოდ პასუხები.

 

დღეს დილით წამწამებს ვიღებავდი შავი ტუშით. ვფიქრობდი: აი რადიაციის შედეგად უცვივდებათ წამწამები, წარბები, თმა. სახე რჩება შიშველი.

ადრე იპარსავდნენ წარბებს და თმას თავზე ( წამწამებზე ზუსტად არ ვიცი შეიძლება იპარსავდნენ ).

იაპონიაში ნატურალურ წარბებს იპარსავდნენ და ხელოვნურებს იხატავდნენ.

აქ ნატურალური წარბებია თუმცა ზუსტად ასე უნდა გამოიყურებოდეს დახატული

მერე ისევ დავუბრუნდი რადიაციას. რა უცნაური რამეა

ხელოვნური რადიაციული ფონი:

  1. ატომური იარაღის აფეთქება
  2. სახალხო მეურნეობაში ხელოვნური რადიონუკლიდების გამოყენება
  3. ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაცია
  4. ატომური ენერგიის გამოყენება სხვადასხვა სფეროში
  5. ავარიები ბირთვულ-ენერგეტიკულ დანადგარებზე

 

და ამის შედეგად შორს რომც იყო შეიძლება გაიხრწნა. ნელა ძააალიან ნელა . ჯერ ბალიშებზე თმები დარჩება ( ნუ აი ფილმებში რომ არის ხოლმე კანით და ხორცებით 😀 ). წამწამები და წარბები არ გექნება. ( სამაგიეროდ ეპილაციის პრობლემა მოხსნილი გახდება ერთხელ და სამუდამოდ ). და , ო, საოცრებავ 🙂 ცოტახანში მოკვდები.

 

ნეტა ვინ რაზე ფიქრობს წამწამებს რომ შავი ტუშით იღებავს ?

 

ოდესმე თუ გიყურებიათ მძინარე ადამიანისათვის ? თან თუ გიყვარდათ ( გიყვართ ეხლაც ) ეს ადამიანი ? 🙂

სიჩუმე თუ არის, აკვირდებით სუნთქვას, სიხშირეს, გულისცემასაც გაიგებთ და თუ ოდნავ მაინც შეგიძლიათ შეხვიდეთ ტრანსში სისხლის მოძრაობასაც “იგრძნობთ”. იმ მძინარეს სისხლის მოძრაობას.

შემდეგ მოძრაობა სახის და სხეულის. თვალები და მკერდი. სიზმრის ფაზაზე დამოკიდებულია მოძრაობების სიხშირე, ალიაქოთი და დამშვიდება ( შემდეგ ).

იმდენად დაუცველია ადამიანი , იმდენად სათუთი რომ მე მეღიმება .ვუყურებ და მეღიმება. ვიცი რომ იქ არის, სადღაც ძალიან შორს, ძალიან პირად სივრცეში.

წარმოვიდგენ ხოლმე დიდ გამჭვირვალე ( ან სულ ოდნავ რომ ბრწყინავდეს ) მრგვალ “აკვარიუმს”, რომელსაც ვაფარებ ამ ადამიანს. და ვტოვებ ასე 🙂 .

მე ვიცი რომ კარგად იქნება და ნამდვილად გაიღვიძებს იმ თავისი მოგზაურობიდან. ჰიპნოსი ხომ ტანატოსის ძმა იყო. მუდამ ვცდილობდი ამ ჰიპნოსთან კარგი ურთიერთობა ამეწყო და მე მგონი გამომივიდა.

რომ ვუყურებ, მინდა მოვაშორო კოშმარები, სიცხეები და სიცივეები, გავუნიავო ცუდი ჰავა და მოვუტანო სინათლე იქ.

იმედია ოდესმე გამომივა სხვისი სიზმრების მართვა ან/და კორექცია.

და მე დავიცავ.

და მე დაგიცავ.

და კიდევ ერთი თბილი და კეთილი “იავნანა”.

და ამ სიტუაციის ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვობიდან ვცდილობთ ვგავდეთ სხვებს/ყველას/განსაკუთრებულებს/იშვიათებს და არ ვაფასებთ პირად უღელტეხილებს და წიწაკებს. ის რაც ხდება ჩვენი იდენტიფიკატორი, უნიკალური დაღი, ერთადერთი საჩუქარი/ტანჯვა, ზუსტად ის ხდება იმ მეორე ადამიანის იდეალური მაგნიტი. ( იდეალური ადამიანის ? ჰმმ საეჭვოა… ). 

ოჯახს ჩვენ არ ვირჩევთ ( ანუ სისხლით და გაზრდით ვინც გვყავს ). დანარჩენებზე კიდევ ხდება ზემოქმედება მიზიდულობა. ვისთანაც ვმეგობრობთ, ისინი უპირობოდ დაგვიცავენ, გაგვიგებენ და დაგვეხმარებიან. ვისაც ვუყვარდებით მთელი weirdness ებით და უცნაურობებით და მინუსებით ( ხდება ასეთი რო ? ) აი ისინი არიან that girl/boy. 

აჰჰ და რატომ ვწერდი ამას. კამათი არა მაგრამ კომპრომისებზე მისაუბრია საკმაოდ ემოციურად. უი, აუცილებლად უნდა წახვიდე კომპრომისზე. მე არ ვფიქრობ ასე. რაც კი პიროვნებას ეწინააღმდეგება ( და ნუ არ წარმოადგენს რამეს მარგინალურს, ან ავადმყოფურს ან ზღვრულს ) ის არ უნდა დაქვეითდეს და დაითმოს. ის გასაგები და მისაღები უნდა გახდეს. 

 

ადდამსების ოჯახში ამ გოგონამ ბანაკში იპოვა ( არც ეძებდა ) ერთგული თაყვანისმცემელი. გოგონა ? ха-ха, исчадие ада. და რა მერე? 🙂 არც არაფერი 🙂 არანაირი კომპრომისი, ნიღაბი და სხვა მრავალი ილეთი არ იყო საჭირო ადამიანის გულის მოსაპოვებლად. 

პს. მაგალითი საკმაოდ ინფანტილური, ბავშვური და ზოგადად ზერელეა, თუმცა ვისაც ახსოვს ეს ფილმი ( და თუ გიყვართ კიდევ უკეთესი ), ისინი კარგად გაიგებენ თუ რანაირ პიროვნებას და ურთიერთობებს აღვწერ.

( ბმული  ფილმით 🙂 Addams Family Values ( 1993 ) )

პპს. სლოგან/ლოზუნგ/მანიფესტაციები ” იყავი როგორიც ხარ” და ამდაგვარი … ვერ/არ სრულდება თითქმის. სოციუმის მოთხოვნები ხშირად უფრო ხმამაღლა გვკარნახოვენ როლებს ვიდრე ჩვენი გულები/ტვინები/სხეულები, თუმცა მაინც უნდა ვცადოთ ერთხელ მაინც ვცადოთ თავისუფალი სუნთქვა/ქცევა/როლი/სისულელე…


ბავშვობიდან მე ( და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ სხვა გოგოს/ქალს/დეიდას/ბებიას ) ეუბნებოდნენ თუ რა, როგორ და რამდენ ჯერ უნდა გამეკთებინა. ლამის სუნთქვის ინსტრუქცია, კორექტული და ლამაზი და საზოგადოებისათვის კორექტული ინსტრუქცია მეძლეოდა.

იაფფასიანი აჯანყებების მოყვარული მე ნამდვილად არა ვიყავი და ეხლაც არ ვარ. იაფფასიანი რატომ? რატომ უნდა გავანადგურო მე ურთირთობა, პიროვნება ან/და კავშირი თუ კი რეალურად არ ვიცი რა მინდა, როგორ მინდა და საერთოდ ალტერნატივა ჯერ არ გამაჩნია. გაქცევას ადამიანი ყოველთვის მოასწრებს.

ჩემი არჩევანი გახდა განათლება. ვიძებდი და ვიკვლევდი თუ რატომ ან როგორ შეიძლება ყველაზე ახლო ადამიანი, ოჯახის წევრი იყოს შენი ( ფაქტიურად ) მტერი.

პროგრამა : უნდა იყო ლამაზი და მისაღები : იტევდა თავის თავში ბევრ სექტორს, პირობას. ლამაზი კი უნდა იყო , მაგრამ არა მიმზიდველი. თან გაუგებარი იყო ზღვარი და დანიშნულება ამ სილამაზის და მიმზიდველობის.

განათლებული ც, მიმტევებელი ც, სათნო ც, ქსოვა უნდა ვიცოდე, სახლს უნდა ვალაგებდე, ჭკვიანი უნდა ვიყო.

 

და გამოვიდა აბსოლუტურად სხვა რაღაც 🙂

გამოვედი მე. არ ვგავარ ჩემი ოჯახის წევრებს. ფიზიკურ მსგავსებას და სისხლის ჯგუფს მე არ ვიყვან პირველ ადგილზე. სულიერად ვარ სხვა და სხვაგან წასული და სხვა ადგილიდან მოსული. კლარისსა პინკოლა ესტევესის წიგნში “მგლებთან მორბენალი” განიხილებოდა სიტუაცია სახელად lost egg. ნუ კი ამ ოჯახის შვილი მაგრამ სულიერად სხვა. უფრო დინჯი მაშინ როდესაც სახლში ფეიერვერკებით საუბრობენ, უფრო სულელი მაშინ როდესაც სახლში აკადემიკოსები ნობელის პრემიებს მარაოებად იყენებენ, უფრო გიჟი მაშინ როდესაც ოჯახი ტრადიციების და მიზანშეწონილობის ნიმუშია. დიახ, ასეთი ბანალური განსხვავება ( რაც კი ძალიან პოლუსებში ვარდება, უკიდურესობებში , ბანალურად მიმაჩნია ).

თუმცა არ ვწუხდები ამით 🙂 . შევისწავლე ხასიათები, მიზეზები, ზრახვები ( შეიძლება მერე დავწერო როგორ და რა შევისწავლე ) და მივხვდი რომ თავის უფლება მაშინ როდესაც მარტო რჩები იმათთან ვინც ყველაზე ახლოა… მხოლოდ თავის უფლება არის შვება. შინაგანი უფლება, საშვი, დასტური იმის რომ შეგიძლია იარსებო განსხვავებულ ფორმაში.

( ამ სიმღერის ნუ შეგეშინდებათ 🙂 მერე რა რომ Nine Inch Nails ასოცირდება დეპრესიასთან, სუიციდთან, ძალადონასთან, ემო ბავშვებთან და სხვა და სხვა სუბკულტურების სხვა და სხვა მოვლენებტამ… მე ხომ უკუღმართი ვარ 🙂 რამეს შავს თუ ვხედავ ფერებს დავუმატებ და გადავასხვანაირებ )

I can swallow it down

Keep it all inside

I define myself

By how well I hide

Feel it coming apart

Well, at least I tried

ეს ფენომენი: ბიჭია, ბიჭი… არ არის ნუთუ გამაღიზიანებელი ? 

ნეტა რას ფიქრობენ გოგოებზე/ქალებზე? თვითონ ქალების აზრი საინტერესოა და მამაკაცების აზრი.

1. მუდამ პატარა და საყვარელი, ინფანტილური ( ვითომ ? იქნებ თამაშობს ? ), მიამიტი და პოზიტიური. არიან ასეთები ხო? მინუსებზე საუბარი ცოტა მეეზარება თუმცა … სისულელე, დაბალი და/ან არაჯანსაღი თვითშეფასება, კომპლექსები ( თუმცა ეს ბოლო ყველას აწუხებს ).

2. გოგო/ქალი რომელიც მზად არის გაყიდოს თავისი სხეული ან გაუწიოს სხვა ადამიანებს სხვა და სხვა სახის ეკზოტიკური მომსახურება. არიან ხო ასეთები ? მე აქ არ ვგულისხმობ მეძავეებს. პროფესია პროფესიაა მიზეზებზე და ფსიქოლოგიზმზე არ ვისაუბრებ. არა. პატარა გოგოშკები რომლების IPhoneის გულისთვის სწავლობენ ხარისხიანი მინეტის გაკეთებას. უღირთ ? ალბათ კი. ამის +ები: ნივთები, თანხები, კარიერა. ( ა, ხო… დამავიწყდა 🙂 სხეულს რომ კარიერაზე ცვლიან ესეც ხომ gold-digger ობაა ? თუ უფრო true საქმიანობაა? მაინც ადამიანი თავის მომავალ შრომას უზრუნველყოფს , და მერე რა რომ ასეთი მეთოდით ). -ები : სტრესი, განცდა და კიდევ ცუდი და ღრმა მატლები სულის სიღრმეში

3. ღრმად მორწმუნე ( სულ ერთია რისი სწამთ : ღმერთი, სკამი, ელენთა თუ ჟირაფი : რაც მთავარია მიმდევრები არიან და სულისკვეთება გარანტირებული აქვთ ) გოგოები/ქალები. ესეთებიც ხომ არსებობენ? ცალკე სახეობაა მართლაც. მაშინ როდესაც ქალი ( ეს უკვე imho და ჩემი ღრმა რწმენაა ) არის წმინდა ქაოსის მატარებელი და ფანტასტიური უნარი აქვს იაროს სიბნელეში და არ გაფუჭდეს ამით… ასეთი ქალები თავს იზღუდავენ, იფარგლებენ… სამწუხაროა. +ები: ისინი არ განიცდიან მარტოობას, აუცილებლად ეყოლებათ მეგორების ვიწრო წრე. -ები: როგორც წესი ზოგადი გაუნათლებლობა ან კიდევ ხელოვნურად შექმნილი ფარგლები განათლებაში ( ზოგჯერ შეგნებული , ზოგჯერ ირიბად შეძენილი ), აგრესია არაიგივე მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ.

4. ეწ hot chickს ანუ ძალიან ლამაზუნა და ფეშენ გოგოებიც ხომ არსებობენ ? ჰმმ ცუდია კარგია? რა ვიცი. ადამიანის ტვინში გოტიეს ბოლო კოლექცია რომ უტრიალებს ( და 24/7 მხოლოდ ეს ან 80% არა ძილის დროს მხოლოდ მოდა , მხოლოდ თავისი თავის ჩვენება … ) ეს იმას ნიშნავს რომ  : ა) გოტიე ს სახლი ნამდვილად ღირსია იმის რომ სხვა ადამიანების ცხოვრებას ავსებს ; ბ) ეს პროფესიის გადმონაშტია და ასე უბრალოდ არის საჭირო; გ) ადამიანი სხვა ვერაფერზე ფიზიკურად ვერ ფიქრობს . +ები: სილამაზე მუდამ სილამაზეა და სასიამოვნოა და აუცილებელი ჩვენს უშნო სამყაროში, ადამიანი როგორც წესი ტონუსშია და მეტნაკლებად სცემს პატივს თავის თავს. -ები: ნარცისიზმი ( როგორც წესი ), შინაგანი სიცარიელე ( ნუ ამას ბევრი მიზეზი აქვს და ხშირად ძალიან მტკივნეული მიზეზებია ), მართლაც და ჟურნალების ( მოდური ) და სმსების მეტს არაფერს კითხულობენ.

5. აქტიური აგრესიული… განა ბუნებით 🙂 მოწოდება მოწონებით. არიან ხო ასეთი გოგოები ? აი მე ყველას მოვუჯოკრავ, მე ყველას გადავუვლი, მე მაგარი “ძერსკი” ვარ.

არიან ხო ასეთებიც ? ჰმმ ზოგი პოლიტიკაში, ზოგი მეგობრებში, ზოგი უბრალოდ აფრქვევს თავის ბირთვულ ენერგიას. +ები: კარგი მეგობრები არიან, მათ არ ეშინიათ და არ ეზარებათ საქმის კეთება. -ები: აფექტური გადაწყვეტილებები, ხშირად ჩართული bitchy mode.

6. მჭმუნვარე სახის … დამები 🙂 . ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. ემოობა, ნიჰილიზმი ( ჰიპსტერები იბრალებენ, ახალი შეფუთვა გაუკეთეს და უხარიათ ^_^ რებრენდინგი იფიფ ), კომპლექსების გაფეტიშება ( რომც არ ჰქონდეთ მაინც მოიფიქრებენ რამეს )… არიან ასეთებიც, კი. +ები : როგორც წესი ემპათიის უნარი გააჩნიათ, განათლებულები არიან. -ები: ხშირად მართლა ძალიან განიცდიან სოციუმისგან დიფერენცირებას ( და უკვე მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ გახდა ამის ინიციატორი ის ვიღაცა ბოროტი თუ თვითონ ასეთი მალვინა გოგონა ), მარტოობა.

ოჰჰ რამდენი სახეობაა კიდევ… დედოფლები დევიზით : მე ვარ მზე და თქვენ ხართ ჩრდილი:  ,  ბიბლიოთეკის მუშაკი : შენ თუ არ გიყვარს ბროდსკი, სიტყვის ღირსი არა ხარ : , იდუმალებით მოცულნი : დღეს ცუდი დღეა და მარტო მე ვიცი ამ დღის ნამდვილი შინაარსი, დანიშნულება… ინიციაცია გავიარე : , დედიკოები : უი, დიათეზის ასე მკურნალობა სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს ! : , სექსუალური ფისუნიები : მე იიიისეთ ომმლეტს ვაკეთებ აიი მმმმმ : , იდეალური ქალები : იღიმება მაშინ და პირის იმ ზომაზე რომელიც საჭიროა, აუცილებელია სრული (!) სისუფთავე და საერთოდ მან ყველაზე კარგად იცის სამყაროს სწორი დალაგება/განლაგება : … და მრავალი სხვა 🙂

——

და ვინ ვარ მე ?

 მიყვარს ვივიენ ვესტვუდი , ვიწუნებ უწიგნურ ადამიანებს, დრო და დრო ვარ აგრესიული, ზოგჯერ ვწუწუნებ…

მისტიციზმი  ? რამდენიც გინდათ. აი ეხლა 1 თებერვალია, მთვარე არის კუროს ნიშანში, ეკზალტაციას განიცდის. ( სინამდვილეშ ეს ცოდნდაა ასტროლოგიური სოფტის და არა მისტიციზმი მაგრამ, ო, საოცრებავ, მეც მიყვარს სიტყვებით სპეკულაცია 🙂 ). და მაინც ვინ ვარ?

მიყვარს იგივე hi-tech და ამბიციებიც გამაჩნია მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე არ შემიძლია ნივთის ან კარიერის გამო გავიყიდო.

საბოლოო ჯამში ჩვენი განათლება, ჰორმონალური ფონი, ოჯახი, ეგო/იდი/სუპერ ეგო გვაძლევენ პროდუქტს. ამ შემტხვევაში ქალს.

ასე მგონია რომ რაც უფრო მეტ სექტორს ( რაც მე აღვწერე და იმ სექტორებსაც რომლებზეც არ მისაუბრია ) მით უფრო საინტერესოა და მით უფრო გამძლეა.

memento mori 🙂 ( აქ რატომღაც groove is in the heart  გამახსენდა 🙂 )

 

ნუ იქცევი რა ასე. გთხოოოვ. ნუ იქცები უნამუსოდ. ნუ მეუბნები არასასიამოვნო სიმართლეს, ნუ მეუბნები ნურაფერს, ჩუმად იყავი რა, მოკეტე, მომშორდი, წადი, არ მინდა გნახო. მოდი მე წავალ. მაღიზიანებ, ხმამაღალი ხარ, ჩუმი ხარ, ნელი ხარ, სუსტი ხარ, ჯიუტი ხარ.

 

რა უცნაურია… მაშინ როდესაც ვღიზიანდებით და ვბრაზდებით, ჩვენი ბომბარდირების ობიექტები ხდებიან ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები. ჩვენც ხომ იგივეს “გვიტარებენ”. ყველაზე მტკივნეულ სიტყვებს ჩვენ მათ ვეუბნებით, ყველაზე ცუდ სიმართლეს ისინი ჩვენ გვანდობენ. აი ისეთი სიმართლე , სარკეში რომ ხედავ და თვალების დახუჭვა რომ გინდა.

ისე ვუყვარვართ ისე ძლიერ რომ ერთი წამითაც არ გვაპატიებენ მათ ჩვენდამი სიყვარულს.

 

 

ძუნწები ვართ ? ხომ გვიყვარს ეს ჩვენი ოჯახი და მეგობრები და GF/BFები მაგრამ არა ! ჩვენ არ შეგვიძლია “უფასოდ” გვიყვარდეს.

ენერგიას ავაცლით, ფსიქომტვერსასრუტს ჩავრთავთ და ჩავუტარებთ მავაშიგერის ბზრიალშi ნერვებზე დარჩენით და გრძნობებზე წნევით.

უპირობოდ და უფასოდ სიყვარული შეგვიძლია საერთოდ ?

 

ცოტახნით მაინც ვისუნთქო მშვიდად

 

My wounds are deeper than your desires…

იყო და არა იყო რა. იყო ერთი სულელი არსება/ადამიანი/სუბიექტი.

ერთხელაც ჩახტა დიდ წყალში და შეხვდა მეორე სუბიექტს.

და დაიწყო ზღაპარი. მრავალფეროვანი ზღაპარი. ტყუილია რომ ზღაპრები მხოლოდ ლამაზი და კარგი მოგონებებით და სიტუაციებით არიან სავსე.

დრო გადიოდა. პირველი სუბიექტი ხან მკვდარი იყო, ხან ცოცხალი.

მეორე სუბიექტთან ჰქონდა უცნაური დამოკიდებულება. ძალიან უცნაური.

მეორეს რომ ეთხოვა სისხლი, პირველი დაალევინებდა. მეორეს რომ ეთხოვა სული, პირველი მოიკვეთდა ნაწილს და ჩაუნერგავდა მეორეს.

რადგან ეს ზღაპარი იყო, ესე იგი ბოროტებაც სუფევდა ამ ზღაპარში. თუმცა ეს ბოროტება სუბიექტებში იყო, რადგან ბუნებრივია ატარო თან ნათელი და თან ბნელი.

ერთხელაც მოხდა აფეთქება.

შემდეგ კიდევ ბევრი პატარა ბუმმმ ბუმმ ბუმმმ… ჩუმდებოდა ყველაფერი.

პირველი სუბიექტი მოძრაობდა.

იარა, იარა და იპოვა გზა. არ იცის პირველმა რა იქნება ამ გზაზე, ვის ნახავს ან რა იპოვის. მან მხოლოდ ის იცის რომ უნდა იაროს.

ამასობაში მეორე სუბიექტი აღმოჩნდა ქირურგი. მოუახლოვდა პირველს და ეუბნება: – გზაზე იარე აქ, და ასე, და ჩემთან.

სკალპელით უსრისავდა ხელებს, ფეხებს პირველს.

პირველი კი უსმენდა, უყურებდა და აკვირდებოდა. ჩუმად იყო არაფერს ეუბნებოდა . ხვდებოდა მხოლოდ იმას რომ სკალპელი უკვე არ ავნებდა. საერთოდ.

THE END