წინასიტყვაობა :
1. 16+ პოსტი.
2. ძლიერი IMHO იერით და აურით
— — —
და ეს შესანიშნავი სიტყვა უნდა განვიხილო მანამ სანამ დავიწყებ “დაგემოვნებას”
ფეტიში ( ფრ. fetiche, პორტ. feitico ჯადოქრობა, ამულეტი) – უსულო საგანია, დატვირთული ( “აღჭურვილი” ) ზებუნებრივი თვისებებით. გადანანითი მნიშვნელობით – ის რაც არის უთუო თაყვანის და ტრფობის ობიექტი.
ფეტიში – სექსუალური ფიქსაციის ობიექტი სექსუალური ფეტიშიზმის შემთხვევაში.
სპეციალისტები ვარაუდობენ რომ ზოგადი ფიზიკური და ფსიქოლოგიური იმპოტენციის ფონზე იმრავლა ფეტიშიზმის სიხშირემ ( შემთხვევების პროცენტმა, ფეტიშისტების ანუ
). ზოგადად ჯანმრთელ ადამიანს, ჯანსაღი ფსიქიკით გარდა სასურველი ადამიანისა (იდეაში) არაფერი უნდა სჭირდებოდეს ( კერძოდ კი ის ვინმე კარგი სურნელით, სასიამოვნო და მისაღები გარეგნობით და სასურველია ჯანმრთელი , ცხადია სუბიექტურია ყოველივე ეს ფაქტორი ). მაგრამ … აი გვიჭირს
და გამოდის რომ ცხვირის მარჯვენა ნესტო, ზამთრის თბილი პიჟამო და ახალი შემწვარი ხორცის სუნი ( ისე ეს მე მგონი ყველაზე ჯანმრთელი ფეტიშია
) ერექციის, აღგზნების უმნიშვნელოვანესი ტრიგერი ხდება.
well… წუწუნს არ ვაპირებ, არც ქადაგებას და არც სიცილს. უბალოდ ჩამოვთვლი რამოდენიმე სექსუალურ ფეტიშს. ( ცხადია ჩემს სრულიად უნამუსო და არა მოკრძალებულ აზრსაც მივაბავ
).
1. ფეხსაცმელი და ეს ფეხსაცმელი არის ეწ “შპილკა” ( არ ვფიქრობ რომ ეწ ” კალოში” მოიაზრება სადმე , ვინმესთან სექსუალურ ფეტიშად ).

ფეხი დამადგი, ქალო ! გულზე არა, გულზე არა მეთქი ! 
ესთეტი ვარ he said, სილამაზე მიყვარს he said. რატომ ?
მართლაც მიმზიდველი ფორმა + საფრთხე = ყურადღების მიქცევას. ქალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელში დადის სხვანაირად, თეძოები, ბარძაყები და მთლიანად ის ან თუ ვერ დადის რომ არ მოძრაობს მაინც ლამაზად გამოიყურება ასეთ ფეხსაცმელში ( აი მე კკი დავდივარ მაგრამ სიმაღლესაც გააჩნია :/ ) , ან თუ მოძრაობს ასეთ ფეხსაცმელში ( ბრავო ! ) მაშინ მოძრაობაც კი ხდება ცალკე ფეტიშის საგანი. დავუბრუნდები ფეხსაცმელს და სიმბოლოებს თუ როგორ ვხედავ მე მათ. ფეხი – ფალოსი, ფეხსაცმელი – საშო. ქალი ვითომ აქტიური, ვითომ აგრესიული, ვითომ საშიში – მას ხომ შეუძლია ამ ქუსლით ატკინოს, გადაუაროს და დაუვიწყარი კვალი დატოვოს სხეულზე და სულზე.
მეორე მხარე ამ სილამაზეების არის ის რომ ქალს ართმევს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას ასეთი ფეხსაცმელი. თან ჯანმრთელობას უზიანებს თან თავისუფლებას ართმევს. თან ფეხი უფრო პატარა ჩანს, ინფანტილური. რას გვაძლევს ეს ? 
ქალი როგორც ლამაზი და ძვირფასი… ნივთი. ჩინელებმა პირდაპირ მაინც მიუთითეს ქალის ფეხებს როლი – ლამაზი მისაბმელები ( მაგრამ იქ ქუსლების გარეშე აპატარავებდნენ ფეხს, წამებით და წვალებით). ჩვენ კიდევ ეწ ევროპელებს შენიღბვა დაგვჭირდა
.
თუმცა კი ვაღიარებ მეც – ლამაზია ეს ოხერი ფეხსაცმელი. და ვამბობ რომ ფსიქოლოგიზმი ამაში ნამდვილად არის.
( ქალი ? აბა ბიჭების გუნდი რომ არის უკრაინიდან ? ვაიი <3 ცეკვავენ თან როგორ. მე ქუსლებზე რომ დავდიოდე ასეთებზე ეჰჰ ან არ გავივლიდი ან თუ გავივლიდი ისე გავივლიდი თითქოს TNT მომქონდეს ჯიბეში აი ფფფფრრრთთთთხხხიიილლლად
).
2. ტყავი, ლატექსი და BDSM ატრიბუტიკა როგორც წესი შავი ან წითელი ფერის და როგორც წესი… წესი ? იცავ წესებს ? არა ?! მოდი აქქქქ
.

უი, რა მინდოდა რომ მეთქვა ? აჰჰ, არ მახსოვს უკვე 
ტყავი ასოცირდება ძალასთან, ბუნებასთან ( აბა რრა, წავიდა, მოინადირა რამე ვინმე, კანი “გახადა” , შეიკერა და დადის ამაყად
). აქვს თავისებური სუნი და ზედაპირი. და … მომწონს მეც
. არა ფეტიშის დონეზე არამეტ მომწონს უბრალოდ ჩემზე და სხვაზე. შავი ფერის ტყავი. დიახ. ლამაზი ტანსაცმელი, ცვეთა იშვიათი ან რთული ან უბრალოდ მომბეზრდება უფრო ადრე ვიდრე გაიცვითება.
ტყავი რომელიც ასოცირდება ძალადობასთან, ძალაუფლებასთან უკვე სხვა “ტყავია”. ის ხდება იერის აქსესუარი და არა მთავარი გმირი.

ძლიერი თუ სუსტი ?
აქ უკვე ლატექსიც უერთდება “გუნდს” და მოდის BDSM თან მისადაგებული ნივთების ნუსხა ( მათრახები, ბორკილები, ნიღბები და მრავალი სხვა). ეს ტყავი (და ამ ტყავში ჩაცმული ადამიანები) იღებს გადაწყვეტილებებს რა, როდის და როგორ გააკეთოს და გაუკეთოს სხვას. შესაბამისად ადამიანები ქალები და კაცებიც ასოცირდებიან ( ძირითადად ) დომინანტებად, აქტიური როლის შემსრულებლებად, ბატონებად და საერთოდ პასუხისმგებლობის მატარებლებად. მთელი ფსიქოლოგიზმიც ზუსტად ამაშია: ტყავი მტაცებლის პრიზია.
მეორეს მხრის ტყავი ხომ კანიც არის, იცავს . და იგივე აქტიური როლის შემსრულებელი , ტყავში გამოწყობილი, ქვეცნობიერულად შეიძლება იყოს ძალიან სენსიტიური, ძალიან სათუთი. იცმევს ამ სექსუალურ აბჯარს ადამიანი და … გრძნობს თავს დაცულად და არის მზად “დაიპყროს” და გაუმკვლავდეს სხვა ადამიანს.
ლატექსი ფუტურისტული გამოგონებაა, ფაქტიურად. ლამაზი ფორმები, კანთან სიახლოვე, უცხო ტაქტილური შეგრძნებები და, ვუალა, ახალი და ფრიად სლიპინა ქალები და კაცები ბინადრობენ ჩვენს ტვინებში ( მმე არა მე პას
).
ბორკილებზე მინდა ვთქვა მხოლოდ ის რომ… აძლევენ ადამიანებს თავისუფლებას . როგორ ? მარტივად. “უი, ეს ხომ ჩემი ბრალი არაა, მე ხომ დამაბეს” ამბობს ვინმე და თავის თავთან მართალი რჩება. ინტერაქციის დროს ადამიანი გრძნობს თავისუფლებას მხოლოდ იმიტომ რომ სხვა მიიღო მის მაგივრად გადაწყვეტილება. კარგია რომ საერთოდ ხდება რამე ( ამ შემთხვევაში კოიტუსს ვგულისხმობ, სექსს ანუ
), მაგრამ ცუდია ის რომ შინაგანად ბევრი ადამიანი სუსტია და თავიანთ სექსუალურობას არ ანთავისუფლებენ ( ვერ ) დამოუკიდებლად.
3. foot fetish ფუტ ფეტიში - უშუალოთ შიშველი ფეხების, ტერფების, თითების ფეტიში. ლამაზი ? უი ეს სურათი რომ ვიპოვე აი ეს ვუყურე რამოდენიმე წუთი
.
თავიდან ვერ ვხვდებოდი თუ რატომ შეიძლებოდა ფეხის ასეთი “სიყვარული” და მერე… ჩვენ დავდივართ, მიწა, შიშველი ფეხები ეხებიან ზედაპირებს, ვიღლებით, ფეხის გული ძალიან მგრძნობიარეა. პატივისცემის ერთ-ერთი გამომხატველი ჟესტი არის ფეხების დაბანვა ( მითები, ბიბლიური ისტორიები, ზღაპრები და მრავალი სხვა მოგვიტანს ამის მაგალითებს). აგრეთვე მოვლა და ზრუნვა და მოფერება… საყრდენი წერტილი, ის რაც გვაძლევს საშუალებას გავიქცეთ, ტკივილი მივაყენოთ. გამოდის რომ ფეხების ტრფობაში ბევრი რამ დევს… არა მარტო ზედაპირული ესთეტური ლტოლვა. დაფასება რომ ის ობიექტი მოქმედია, დაფასება და აღიარება ამის.
to be continued…
Like this:
8 bloggers like this post.